შვანკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შვანკი''' –(გერმ. schwank, სიტყვასიტყვით – ხუმრობა), მცირე ზომის მო...) |
მიმდინარე ცვლილება 15:50, 16 მაისი 2023 მდგომარეობით
შვანკი –(გერმ. schwank, სიტყვასიტყვით – ხუმრობა), მცირე ზომის მოთხრობა მე-13–17 სს. გერმანულ ქალაქურ ლიტერატურაში, პირველხანად გამოთქმული ლექსად, შემდგომ კი პროზად. თემატურად ახლოს დგას ფრანგულ ფაბლიოსთან, ადრეული აღორძინების ნოველასთან. ასახავდა სხვადასხვა ფენების ცხოვრებას კომიკური კუთხით, ხშირად შეიცავდა სატირას კათოლიკე მამებზე და ნაწილობრივ, რაინდებზე. შვანკის საყვარელი გმირია მოხერხებული, საზრიანი მდაბიო. შვანკის გამორჩეული ოსტატი იყო ჰ. საქსი.