ჩუანცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჩუანცი''' – (სიტყვასიტყვით – „მონათხრობი საოცრებათა შესახე...) |
მიმდინარე ცვლილება 12:16, 17 მაისი 2023 მდგომარეობით
ჩუანცი – (სიტყვასიტყვით – „მონათხრობი საოცრებათა შესახებ“), ჩინური დრამატურგიის ჟანრი, რომელიც გავრცელდა XIV-XVII სსაუკუნეებში. ჩინური კლასიკური დრამატურგიის მსგავსად, ჩუანცის პიესები მოიცავენ პროზაულ დიალოგებს, სასიმღერო არიებს და დეკლამაციას. ჩუანციში მრავლადაა მოულოდნელი და საოცარი თავგადასავლები, დიდი ყურადღება ეთმობა სასიყვარულო კოლიზიებს, თავისუფლების და ადამიანური ღირსების თემას. ჩუანცი, არსში, რომანტიკული დრამაა.