ცრემლიანი კომედია
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
„ცრემლიან კომედიას“ ახასიათებდა დიდაქტიკური ტენდენციები, კომედიურ საწყისს ჩაენაცვლა გულის ამაჩუყებელი სიტუაციები, სენტიმენტალურ-პათეტიკური სცენები. „ცრემლიანი კომედია“ ილტვოდა არა იმდენად ადამიანთა ნაკლის მხილებისაკენ, რამდენადაც სიკეთის ძალის ჩვენებისაკენ. | „ცრემლიან კომედიას“ ახასიათებდა დიდაქტიკური ტენდენციები, კომედიურ საწყისს ჩაენაცვლა გულის ამაჩუყებელი სიტუაციები, სენტიმენტალურ-პათეტიკური სცენები. „ცრემლიანი კომედია“ ილტვოდა არა იმდენად ადამიანთა ნაკლის მხილებისაკენ, რამდენადაც სიკეთის ძალის ჩვენებისაკენ. | ||
+ | „ცრემლიანი კომედიის“ ჟანრი ჩაისახა ინგლისში (კ. სიბერი, ჯ. ადისონი, რ. სტიილი), ხოლო შემდგომ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც (პ. ლაშოსე, ფ. დეტუში – [[საფრანგეთი]]; ჰ. გელერტი – [[გერმანია]]; მ. ხერასკოვი – [[რუსეთი]] (და სხვ.). | ||
+ | „ცრემლიანი კომედიის“ პრობლემატიკამ, [[კომედია]]ში სევდიანი, მგრძნობიარე ელემენტების შეტანამ, მოამზადა ბურჟუაზიული [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამის]] მომდევნო ეტაპი – [[მდაბიური დრამა|მდაბიოთა დრამა]]. მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში „ცრემლიანი კომედიის“ ადგილს თანდათან უფრო მყარად იკავებს მდაბიორთა დრამა და სატირული კომედია. | ||
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 13:06, 17 მაისი 2023 მდგომარეობით
ცრემლიანი კომედია — მე-18 საუკუნის დასაწყისში ევროპის დრამატულ თეატრში აღმოცენებული ჟანრი, განკუთვნილი ე.წ. მესამე ფენის (ბურჟუაზია) მაყურებლისათვის.
„ცრემლიან კომედიას“ ახასიათებდა დიდაქტიკური ტენდენციები, კომედიურ საწყისს ჩაენაცვლა გულის ამაჩუყებელი სიტუაციები, სენტიმენტალურ-პათეტიკური სცენები. „ცრემლიანი კომედია“ ილტვოდა არა იმდენად ადამიანთა ნაკლის მხილებისაკენ, რამდენადაც სიკეთის ძალის ჩვენებისაკენ.
„ცრემლიანი კომედიის“ ჟანრი ჩაისახა ინგლისში (კ. სიბერი, ჯ. ადისონი, რ. სტიილი), ხოლო შემდგომ გავრცელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც (პ. ლაშოსე, ფ. დეტუში – საფრანგეთი; ჰ. გელერტი – გერმანია; მ. ხერასკოვი – რუსეთი (და სხვ.).
„ცრემლიანი კომედიის“ პრობლემატიკამ, კომედიაში სევდიანი, მგრძნობიარე ელემენტების შეტანამ, მოამზადა ბურჟუაზიული დრამის მომდევნო ეტაპი – მდაბიოთა დრამა. მე-18 საუკუნის მე-2 ნახევარში „ცრემლიანი კომედიის“ ადგილს თანდათან უფრო მყარად იკავებს მდაბიორთა დრამა და სატირული კომედია.