ხუაგუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხუაგუ''' – (სიტყვასიტყვით – „ფერადი დოლი”), თეატრალური წარმო...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:16, 18 მაისი 2023 მდგომარეობით

ხუაგუ – (სიტყვასიტყვით – „ფერადი დოლი”), თეატრალური წარმოდგენა სამხრეთ და ცენტრალურ ჩინეთში, ერთ-ერთი სასიმღერო-საცეკვაო თვითმოქმედი ფორმა, გავრცელებული სოფლებში. მის საფუძველზე მე-14 საუკუნის შუახანს ჩამოყალიბდა ხალხური თეატრალური წარმოდგენა „ხუაგუ სი“ (ფერადი დოლების თამაში, ან ფერადი დოლების თეატრი). ამ ჟანრში შემდგომ მონაწილეობდნენ პროფესიონალი მსახიობები და იგი იქცა ტრადიციული თეატრი სიციუის ერთ-ერთ ფორმად. „ხუაგუ სის“ სპექტაკლები შედგება მინიატიურებისაგან, რომელშიც შედის კუპლეტები და პატარა სცენები ყოფით, ზოგჯერ კი სატირულ თემებზე. მინიატიურები აგებულია ფოლკლორულ მელოდიებზე და მარტივ საცეკვაო მოძრაობებზე. მასში მონაწილეობს 3-4 ადამიანი. მამაკაცები უკრავენ გონგზე, – ქალები ფერად დოლებზე.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები