ანტიფანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანტიფანე''' – (ძვ. ''ბერძ.'' Aντίφάνης; დაახლ. 408-334 ძვ.წ.), ძველბერძენი [[კ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:49, 19 მაისი 2023 მდგომარეობით
ანტიფანე – (ძვ. ბერძ. Aντίφάνης; დაახლ. 408-334 ძვ.წ.), ძველბერძენი კომედიოგრაფი. „შუაატიკური კომედიის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი. მოპოვებული აქვს 13 გამარჯვება დრამატულ შეჯიბრებებში. შემორჩენილია მისი კომედიების მხოლოდ 200-მდე დასახელება და 300-ზე მეტი ფრაგმენტი. მთლიანი სახით ჩვენამდე ვერ მოაღწია ვერც ერთმა პიესამ.