ბჰასა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბჰასა''' (II-III სს.), ძველინდოელი დრამატურგი, რომელიც მიჩნეულია შ...) |
12:41, 24 მაისი 2023-ის ვერსია
ბჰასა (II-III სს.), ძველინდოელი დრამატურგი, რომელიც მიჩნეულია შემორჩენილი 13 პიესის ავტორად; მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ლირიკული კომედიები „მოლანდებული ვასავადატა“, „იაუგანდჰარაიანის აღთქმა“ და „ჩარუდატა“, (დაუმთავრებელია). მისი პიესების ზოგიერთი სიუჟეტი აღებულია ინდური ეპოსიდან და ხალხური თქმულებებიდან. მისი პიესები გამოირჩევა ენის და სტილის უბრალოებით, მოქმედების მძაფრი განვითარებით. იგი ითვლება სანსკრიტული დრამის „ექვს მარგალიტს“ შორის (კალიდასა, შუდრაკა, ჰარშა, ვიშაქჰადატა, ბჰავაბჰუტა) ერთ-ერთ მარგალიტად.