დიურენმატი ფრიდრიხ
(ახალი გვერდი: ფრიდრიხ დიურენმატი '''ფრიდრიხ დიურენმატი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიურენმატი ფრიდრიხ“ გადაიტანა გვერდზე „ფრიდრიხ დიურენმატი“) |
12:15, 30 მაისი 2023-ის ვერსია
ფრიდრიხ დიურენმატი – (გერმ. Friedrich Josef Dürrenmatt, 1921-1990), შვეიცარიელი მწერალი (გერმ. ენაზე), დრამატურგი და პუბლიცისტი.
დაიბადა ერნის კანტონის მაღალმთიან სოფლე კონოლფინგენში. 1941 წელს ციურიხის უნივერსიტეტში შეუდგა ფილოსოფიისა და გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ბერნის უნივერსიტეტში. 1943 წლიდან უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ საქმიანობას დაუთმო. პირველი დრამატურგიული ნაწარმოები 1945–1946 წლებში დაწერა. დრამები: „წმინდა წერილში ნათქვამია“, „რომულუს დიდი“, „ბატონ მისისიპის ქორწინება“, „ანგელოზი ეშვება ბაბილონში“, „მოხუცი ქალის ვიზიტი“, „ფრანკ მეხუთე...“ „ფიზიკოსები“, „ჰერკულესი და ავგიას თავლები“, „მეტეორი“, „ხელმეორედ მონათლულები“, „მეფე იოჰანი“, „ვთამაშობთ სტრინდბერგს“, „ტიტუს ანდრონიკუსი“, „პლანეტის პორტრეტი“, „თანამონაწილე“, „ვადა“. რადიოპიესები. მოთხრობა „ავარია“ (მისი ინსცენირება დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში). თეატროლოგიური გამოკვლევები.