ნევიუსი გნეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნევიუსი გნეუს“ გადაიტანა გვერდზე „გნეუს ნევიუსი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გნეუს ნევიუსი“ გადაიტანა გვერდზე „ნევიუსი გნეუს“ გადამისამარ...)

12:59, 5 ივნისი 2023-ის ვერსია

გნეუს ნევიუსი − (ლათ. Gnaeus Naevius, დაახლ. 280-201 ძვ.წ.), რომაელი პოეტი. შექმნა ახალი ჟანრი დრამატული პოეზიის სფეროში ე.წ. პრეტექსტა (ტრაგედია ძველრომაულ სიუჟეტზე). ცნობილია მისი პრეტექსტების ორი სახელწოდება: „რომული“ – რომის დაარსების ლეგენდის მიხედვით და „კლასტიდიუსი“ – გალებთან ომის (222 ძვ.წ.) ამსახველ თემაზე. წერდა, აგრეთვე, კომედიებსაც. ბერძნული ორიგინალების დამუშავების დროს პირველმა გამოიყენა კონტამინაციის ხერხი. მის კომედიებში მრავლად იყო პოლიტიკური თავდასხმები. მისი თხზულებების მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები