პირანდელო ლუიჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პირანდელო ლუიჯი“ გადაიტანა გვერდზე „ლუიჯი პირანდელო“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუიჯი პირანდელო“ გადაიტანა გვერდზე „პირანდელო ლუიჯი“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 14:26, 6 ივნისი 2023 მდგომარეობით
ლუიჯი პირანდელო – (1867–1936), იტალიელი მწერალი, დრამატურგი. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ვერისტულმა დრამატურგიამ, მე-20 საუკუნის დასაწყისის იდეალისტურმა ფილოსოფიამ და მოდერნისტულმა დრამამ. იგი ცდილობს ასახოს ცხოვრების არსი, ადამიანებს ჩამოხადოს „ნიღაბი“, გამოავლინოს ყოფიერების პარადოქსები. მისი ძირითადი დრამატურგიული მემკვიდრეობაა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დრამები: „უფლება სხვებისთვის“, „სიტკბოება სათნოებაშია“, „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (მოუტანა მსოფლიო აღიარება), „შიშვლები იცვამენ“, ტრაგი-ფარსი „სულელი“, „ასეა თუკი ასე გგონიათ“, „სიცოცხლე, რომელსაც გაძლევ“, „დღეს ჩვენ ვიმპროვიზირებთ“ (და სხვ.).