პრისტლი ჯონ ბოინტონ
(ახალი გვერდი: ჯონ ბოინტონ პრისტლი '''ჯონ ბოინტონ პრისტლი'...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პრისტლი ჯონ ბოინტონ“ გადაიტანა გვერდზე „ჯონ ბოინტონ პრისტლი“) |
14:53, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
ჯონ ბოინტონ პრისტლი – (ინგლ. John Boynton Priestley1894-1984), ინგლისელი რომანისტი, ესეისტი, დრამატურგი და თეატრალური რეჟისორი. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თეატრებს და აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. პირველივე პიესამ „სახიფათო მოსახვევი“ მოუტანა აღიარება. ამას მოჰყვა „ინსპექტორი მოვიდა“, „განძი“, „ადამიანები და ზღვა“, „ისინი მიუახლოვდნენ ქალაქს“, „ლინდენების ოჯახი“, „კორნელიუსი“, „როცა დაქორწინებულნი ვართ“, „ტირიფების ჭალა“, „სამოთხის კუთხე“, ფარსულ-კომედიური პიესა „უცნაური ამბავი, რაც შეემთხვათ მისტერ კეტლს და მისის მუნს“. თეატრალური პირობითობების გაბედული გამოყენებით გამოირჩევა პიესები: „დრო და კონვეის ოჯახი“, „ჯონსონი იორდანის თავზე“, „მუსიკა ღამით“, „როცა დაქორწინებულები ვარ“, „ჯეინ ვილერსი“, „ფესტივალი ფაირბრიჯში“, „სოლტი მიემგზავრება“ (და სხვ.).