ჟუვე ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლუი ჟუვე''' – (''ფრანგ.'' Jules Eugène Louis Jouvet, 1887-1951), ფრანგი რეჟისორი, მსახიო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟუვე ლუი“ გადაიტანა გვერდზე „ლუი ჟუვე“)

15:43, 6 ივნისი 2023-ის ვერსია

ლუი ჟუვე – (ფრანგ. Jules Eugène Louis Jouvet, 1887-1951), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, თეატრალური პედაგოგი.

1913 წ. მუშაობა დაიწყო თეატრში „ვიე კოლომბიე“ („ძველი სამტრედე“), იყო ამ თეატრის ხელმძღვანელის, ჟ. კოპოს მოწაფე და თანაშემწე. 1926 წ. მან ჩამოაყალიბა (შ. დიულენთან, გ. ბატისთან და ჟ. ფითოევთან ერთად) თეატრალური გაერთიანება „კარტელი“, რომლის მიზანი იყო ფრანგული თეატრის განახლება. ამ პერიოდში მან შექმნა საქმოსნის სახე (კნოკი), რომელიც აღიარებულ იქნა ერთ-ერთ დიდ სამსახიობო ნამუშევრად მე-20 საუკუნის ფრანგული სცენის ისტორიაში. მისთვის ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა ჟ. ჟიროდუს დრამატურგია. დადგა მისი ყველა პიესა და მათში განახორციელა მთავარი როლები. იგი იყო დიდი გამომსახველობითი ძალის მქონე ღრმად ინტელექტუალური მსახიობი. მის ხელოვნებას ახასიათებდა გამანადგურებელი სატირაც, რბილი იუმორიც, ლირიზმიც, ტრაგიზმიც. იყო, ამასთანავე, კლასიკური დრამატურგიის გამოჩენილი ინტერპრეტატორი, ახალი თაობის აღმზრდელი პედაგოგი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები