ფუქსი გეორგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფუქსი გეორგ“ გადაიტანა გვერდზე „გეორგ ფუქსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეორგ ფუქსი“ გადაიტანა გვერდზე „ფუქსი გეორგ“ გადამისამართება...) |
მიმდინარე ცვლილება 12:53, 8 ივნისი 2023 მდგომარეობით
გეორგ ფუქსი − (1868-1949), გერმანელი დრამატურგი, რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი. თეორიულ ნაშრომებში „თეატრის მომავალი“ და „თეატრის რევოლუცია“ იგი იბრძვის თეატრის „განმანათლებლური“ მისიის წინააღმდეგ და მას აყენებს მხოლოდ სილამაზის სამსახურში. მთავარ ფიგურად თეატრში იგი მიიჩნევს მხატვარს. ამ პრინციპის გათვალისწინებით შექმნა პიესები კომედია „ტილ ულენშპიგელი“, ტრაგედია „მანფრედი“, დრამა „ჰიპერიონი“, მუსიკალური კომედია „დონ კიხოტი“, პიესა „ქრისტე“.