ცუკმაიერი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცუკმაიერი კარლ“ გადაიტანა გვერდზე „კარლ ცუკმაიერი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარლ ცუკმაიერი“ გადაიტანა გვერდზე „ცუკმაიერი კარლ“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:57, 9 ივნისი 2023 მდგომარეობით

კარლ ცუკმაიერი

კარლ ცუკმაიერი − (გერმ. Carl Zuckmayer, 1896-1977), გერმანელი მწერალი, დრამატურგი. მისი პირველი დრამატურგიული ნაწარმოები იყო ექსპრესიონისტური პიესა „ჯვრიანი გზა“. ამას მოჰყვა ხასიათების კომედიები „სასიხარულო ვენახი“, „შინდერჰანესი“, „კატარინა კნი“, „თაღლითი ბერგენიდან“, ანტიმილიტარისტული კომედია „კაპიტანი კიოპენიკიდან“, ანტიფაშისტური დრამები „ჯანდაბის გენერალი“, „სიმღერა ცეცხლოვან ღუმელში“, „ცივი სინათლე“. ატომური შპიონაჟის თემას ეძღვნება დრამა „საათი რეკს პირველს“. მისი პიესები სცენურია, გამორჩეულია მაღალი დრამატურგიული ტექნიკით.





[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები