ჩაპმენი ჯორჯ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩაპმენი ჯორჯ“ გადაიტანა გვერდზე „ჯორჯ ჩაპმენი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯორჯ ჩაპმენი“ გადაიტანა გვერდზე „ჩაპმენი ჯორჯ“ გადამისამართე...) |
14:44, 9 ივნისი 2023-ის ვერსია
ჯორჯ ჩაპმენი - (ინგლ. George Chapman, 1558-1634), ინგლისელი დრამატურგი და პოეტი.
პირველი ნაწარმოებები: კომედია „ბრმა ღატაკი ალექსანდრიიდან“, „ყველანი გაბითურდნენ“, „მხიარული იუმორების დღე“, „აბა, აღმოსავლეთისაკენ“ (ბენ ჯონსონთან და ჯ. მარსტონთან ერთად), „ჯენტლმენი-მსახური“, „მესიე დ’ოლივი“, „მაისის დღესასწაული“. „ფრანგულ ტრაგედიებად“ წოდებული სამი პიესის სიუჟეტი („ბიუსი დ’ამბუაზი“, „შურისძიება ბიუსი დ’ამბუაზისათვის“, „შეთქმულება და ტრაგედია შარლისა, ბირონის ჰერცოგისა“), განეკუთვნება ინგლისური აღორძინების ხანის საუკეთესო ტრაგედიების რიცხვს. მას ეკუთვნის, აგრეთვე, პიესები „ქვრივის ცრემლები“ და „კეისარი და პომპეუსი“.