დადიანი ივანე (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები და ლიტერატურა)
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]

მიმდინარე ცვლილება 12:13, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ივანე (I) დადიანი - ოდიშის ერისთავი XI ს-ის შუა ხანებში. ცნობა ივანე დადიანის შესახებ შემონახულია „მატიანე ქართლისაჲს“ მონათხრობში 1045 წ. ანისთან დაკავშირებულ მოვლენათა შესახებ. როდესაც ბაგრატ IV-მ ივანე დადიანს თავის ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ანისის დაცვა დაავალა, ლიპარიტ (IV) ბაღვაშმა იგი სხვებთან ერთად მოხერხებულად გამოიტყუა ანისიდან და დაატყვევა. რა ბედი ეწია შემდგომ ივანე დადიანს, უცნობია. შ. მესხიამ ეს ივანე გააიგივა ოდიშის ერისთავ ივანე დადიანთან, რომელიც ერისთავ-ერისთავის სამოხელეო ტიტულით იხსენიება ე. თაყაიშვილის მიერ მიკვლეული ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში: „მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა... ერისთავთ-ერისთავსა იოვანე დადიანსა“.



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: 300;
  • თაყაიშვილი 1963: 95;
  • შ. მესხია 1979: 149.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები