დადიანი ლიპარიტ (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყაროები და ლიტერატურა)
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:ოდიშის ერისთავები]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]
 
[[კატეგორია:დადიანები]]

მიმდინარე ცვლილება 12:17, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

ლიპარიტ (I) დადიანი - ოდიშის ერისთავი 1414-1470 წწ-ში. ლიპარიტ I-ის მმართველობის პერიოდი დაემთხვა ოსმალთა მიერ კონტანტინოპოლის აღებას და შავ ზღვაზე მათ საბოლოოდ გაბატონებას. ამავე პერიოდში ერთიანი ქართული მონარქია სამ სამეფოდ დაიშალა - 1466 წ. იმერთა მეფე ბაგრატ II-მ ყვარყვარე ათაბაგის თანადგომით ხელთ იგდო ქართლ-იმერეთის ტახტი, რის შემდეგაც ერთიანი საქართველოს ყოფილი მეფე გიორგი VIII (1446-1474) მხოლოდ კახეთის მეფედ რჩება. დასავლეთ საქართველოს ერისთავებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული მოხელეობის მცირე ნიშნები, ბაგრატმა მხარდაჭერისათვის სრული თავისუფლება მიანიჭა „თვინიერ ლაშქრობისა და ქუეგანწესებისა მეფისა“. ამიერიდან ოდიშის ერისთავები, მართალია, ყველა ძველ სამოხელეო ტიტულს ინარჩუნებენ, მაგრამ ფაქტობრივად იმერეთის მეფის ფორმალურ ქვეშევრდომობას ჯერდებოდნენ და დამოუკიდებლად მართავდნენ ოდიშის სამთავროს.



[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 808;
  • ბერაძე 1999: 147-148.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები