ყუთლუ არსლანი
(→წყარო და ლიტერატურა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში | + | [[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]] |
| − | + | ||
[[კატეგორია: მეჭურჭლეთუხუცესები]] | [[კატეგორია: მეჭურჭლეთუხუცესები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:17, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
ყუთლუ არსლანი - მეჭურჭლეთუხუცესი, სავარაუდოდ, ორბელთა გამოსვლის 1177 წ-ის შემდგომ 1185 წ-მდე. მისი საგვარეულო კუთვნილება უცნობია, რამაც მისი სოციალური წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ავტორებისა ყუთლუ არსლანს მიიჩნევს „უგვაროთაგან“ აღზევებულად (ივ. ჯავახიშვილი, ა. კიკვიძე, ვ. აბაშმაძე და სხვ.); შ. მესხია - საქალაქო წრეების ზედაფენის წარმომადგენლად; სხვები - დიდებულ აზნაურად (პ. ინგოროყვა, ნ. ბერძენიშვილი, შ.ბადრიძე, ი. ანთელავა). მისი გავლენა სამეფო კარზე იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ თამარი მისთვის ამირსპასალარობის ბოძებას აპირებდა. ყუთლუ-არსლანის სახელთანაა დაკავშირებული თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური გამოსვლა სამეფო უფლებამოსილებების ნაწილის ახალი სათათბირო დაწესებულებისათვის („კარავი“) დელეგირების მოთხოვნით, რასაც შედეგად მისი კარიერის დასასრული მოჰყვა. თამარმა იგი ჯერ დააპატიმრა, მაგრამ „ლაშქართა“ მოთხოვნის შემდეგ მალე გაათავისუფლა. ყუთლუ-არსლანის შემდგომი ბედი უცნობია.
[რედაქტირება] წყარო და ლიტერატურა
- ისტორიანი აზმანი შარავანდედთანი 1955: 31;
- ჯავახიშვილი 1984: 123-125;
- მესხია 1979: 114,
- ბადრიძე 1979: 299-309;
- ანთელავა 1980: 200.
[რედაქტირება] წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში