თაქთაქიშვილი შალვა
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
| − | + | ==იხილე აგრეთვე== | |
| − | + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003828/ შალვა თაქთაქიშვილი] | |
| − | + | ||
| − | + | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | ||
| − | |||
| − | |||
| − | |||
| − | |||
[[კატეგორია:კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | [[კატეგორია:ქართველი კომპოზიტორები]] | ||
[[კატეგორია:თაქთაქიშვილები]] | [[კატეგორია:თაქთაქიშვილები]] | ||
11:27, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
თაქთაქიშვილი შალვა მიხეილის ძე - (27. VIII. 1900, სოფ. ქვემო ხვითი, ახლანდელი გორის რაიონი, – 18. VII. 1965, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თაქთაქიშვილმა 1928 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1937-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1941-იდან პროფესორი).
თაქთაქიშვილის ნაწარმოებებია: ოპერები – „დეპუტატი“ (1940, დაიდგა) და „ოთარაანთ ქვრივი“ (1942), საბავშვო ოპერები „ყვავილთა სამყარო“, „პირველი მაისი“, „შემოდგომა“, „განთიადი“ (1922-25), ბალეტი „მალთაყვა“ (1937, დაიდგა), „სიმფონიეტა“, „საზეიმო უვერტიურა“, კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის, ორი სიმებიანი კვარტეტი (1932-33) – ამ ჟანრის პირველი საყურადღებო ნიმუშები ქართულ მუსიკაში. რომანსები, სიმღერები და სხვა.
იხილე აგრეთვე
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი