აპორტი ალექსანდრე
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Aporti aleqsandre.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Aporti aleqsandre.jpg|thumb|200პქ|აპორტი ალექსანდრე]] |
'''აპორტი ალექსანდრე''' – ''('''Aporta grand Alexander''').'' აპორტი ალექსანდრე ძველი [[ევროპა|ევროპული]] ვაშლის ჯიშია, ჯერ კიდევ მე-XV საუკუნეში ცნობილი, წარმოშობით [[იტალია|იტალიიდანაა]]. | '''აპორტი ალექსანდრე''' – ''('''Aporta grand Alexander''').'' აპორტი ალექსანდრე ძველი [[ევროპა|ევროპული]] ვაშლის ჯიშია, ჯერ კიდევ მე-XV საუკუნეში ცნობილი, წარმოშობით [[იტალია|იტალიიდანაა]]. | ||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==== წყარო ==== | ==== წყარო ==== | ||
| − | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] | ||
[[კატეგორია:ვაშლის ჯიშები]] | [[კატეგორია:ვაშლის ჯიშები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:42, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
აპორტი ალექსანდრე – (Aporta grand Alexander). აპორტი ალექსანდრე ძველი ევროპული ვაშლის ჯიშია, ჯერ კიდევ მე-XV საუკუნეში ცნობილი, წარმოშობით იტალიიდანაა.
გავრცელებულია როგორც სამრეწველო ჯიში კაზახთა სსრ–ში.
საქართველოს რაიონებში ძველიდანვე შემოტანილი სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად. ფართოდ არსად არ არის გავრცელებული, მაგრამ მისი თითო–ოროლა ხე გვხვდება თითქმის ყველა რაიონში.
ამ ჯიშის დადებით მხარეებს შეადგენს შემდეგი ნიშანთვისებები:
ხეიზრდება მძლავრად, ადრე იწყებს მოსხმას და კარგ მოსავალს იძლევა.
ნაყოფი ძლიერ მსხვილია, ლამაზი შეფერვის.
ამ ჯიშის უარყოფითი მხარეებია:
ნაყოფი გემოს მხრივ მიეკუთვნება სამზარეულო ჯიშს, მწიფდება არაერთდროულად და ცუდად არის მიმაგრებული ხეზე, რის გამოც ნაყოფს ქარი ჰყრის, ცუდად ინახება, რადგანაც სიდამპლე აზიანებს.
ნაყოფი მსხვილია, მომრგვალო–კონუსისებრი ან ხშირად მობრტყო–კონუსისებრი ფორმის. ყუნწი მოკლეა და მსხვილი და ზის ღრმა და განიერ ძაბრში. ჯამი მსხვილია, ღია. ნაყოფის კანი სქელია. მკვრივი, გლუვი. ძირითადი მოყვითალო ფერი ემჩნევა მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებს, ისე კი თითქმის მთელი ნაყოფი წილადაა შეფერილი, შეფერვა ზოლისებრია. მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში. ნაყოფის ხორცი მომწვანო ფერისაა, ფხვიერი, ოდნავ წვნიანი და მჟავე გემოსი.
ხე ძლიერი ზრდისაა, ინვითარებს განიერ, გადაშლილ ვარჯს. ფოთოლი მსხვილი აქვს. ყვავილობა საშუალო პერიოდის ახასიათებს.