ტაბაკა ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 27: ხაზი 27:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
+
[[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]]
  
 
[[კატეგორია:ლეღვის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ლეღვის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ხილი]]
 
[[კატეგორია:ხილი]]

მიმდინარე ცვლილება 14:51, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ტაბაკა ლეღვი

ტაბაკა ლეღვი - გავრცელებულია შუა კახეთში, სახელდობრ, შრომასა, შაშიანსა, ურიათუბანსა, ველისციხესა, წინანდალსა და ნაწილობრივ კონდოლშიაც, თავის ორიგინალური, მაღალხარისხოვანი ნაყოფით. ეს სახელწოდება ჯიშს, როგორც ეტყობა, მიუღია თავისი ნაყოფის ფორმიდან.

ტაბაკა ლეღვის ხე ხასიათდება საშუალო ზრდის უნარით. იგი გვხვდება სხვადასხვა ფორმად ნაზარდი: შტამბიანი, ბუჩქნარი, მრავალშტამბიანი და სხვა. ნაზარდი საკმაოდ ძლიერი აქვს, მოკლე მუხლთაშორისებით, რის გამოც ვარჯი ღებულობს შეთქვირებულ ჩახშირებულ ფორმას.

ფოთოლი აქვს მსხვილი ან საშუალო სიდიდის, ძლიერ დანაკვთული, ხუთთათა, უმეტეს შემთხვევაში ბაცი მწვანე ფერის, გრძელყუნწა.

ტაბაკა ლეღვი ისხამს გაზაფხულის ნაყოფს პროფიკებს და დაუმწიფებელი სცვივა. გაზაფხულის ნაყოფის ანალიზმა გვიჩვენა, რომ იგი შედგება არასრულყოფილი დედრობითი ყვავილებისაგან, უმთავრესად მტვრიანებისაგან, მცირე რაოდენობა კი სრულყოფილი დედრობითისაგან, რომელნიც არეულადაა გაწყობილი სხვა ტიპის ყვავილებთან ერთად.

გაზაფხულის ნაყოფს უხვად არ ინვითარებს, ზოგ წლებში მხოლოდ თითო-ოროლას თუ გამოიბამს ხოლმე. გაზაფხულის ნაყოფი არ მწიფდება იმიტომ კი არა, რომ არ ხდება მათი კაპრიფიგაცია, არამედ იმიტომ, რომ მათში მამრობითი ყვავილები სჭარბობს.

ზაფხულის ნაყოფი მსხვილი აქვს (71/2–31/2 სმ), ბრტყელი და განიერი. ნაყოფი სეგმენტირებულია.

ნაყოფის კანი ძლიერ თხელია, ხახვის ფერფლის მსგავსი.

ნაყოფის ხორცი, კანქვეშა თეთრი მასა, სქელია. გაფცქვნისას, თუ ნაყოფი სავსებით მწიფე არ არის, თან მისდევს ნაფცქვენს. ნაყოფის კანი მოლურჯო-მოიისფროა. შიგადაშიგ მომწვანო ბრტყელი ან ვიწრო ზოლებით არის დაფარული. ნაყოფის მილი დიდი და განიერი აქვს, წითელი ქერტლით დაფარული.

კანქვეშა ნაყოფსაჯდომი სქელია ყუნწთან და ძირზე მოთეთრო ფერისაა; ნაყოფის სრული სიმწიფისას ივსება ტკბილი წვენით, ძლიერ თუმთუმა ხდება. გემოს მხრივ საკმაოდ მაღალხარისხოვანია. ტაბაკა ლეღვიდან დამზადებული ჩირი მსხვილი და ბარაქიანია.

ზაფხულის ნაყოფი არაკაპრიფიგატორია და ამიტომ თავისი ნაყოფის ტიპის მიხედვით და ეიზენის კლასიფიკაციის თანახმად ადრიატიკის ტიპს უახლოვდება, მხოლოდ განსხვავდება პროფიკების ნაყოფით, სახელდობრ, იმით, რომ გაზაფხულის ნაყოფი უფრო მეტად შეიცავს მამრობით ყვავილებს, რის გამოც ნაყოფი არ მწიფდება.

ტაბაკა ლეღვი უნდა შევიდეს კახეთის ლეღვის ასორტიმენტში, როგორც საუკეთესო საჩირე ჯიში. მისი დამახასიათებელია უხვი მოსავლიანობა, ნაყოფის ადრეულა სიმწიფე, რაც აგვისტოს 25 რიცხვიდან იწყება. ტაბაკა ლეღვის უარყოფითი მხარეა მცირე ყინვაგამძლეობა.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები