მიკადო (მსხლის ჯიში)
(→წყარო) |
|||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი | + | [[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]] |
[[კატეგორია:მსხლის ჯიშები]] | [[კატეგორია:მსხლის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:ხილი]] | [[კატეგორია:ხილი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:10, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
მიკადო - (Micado). – მსხლის იაპონური ჯიშია. ისე როგორც იაპონური დაიმოს სხვა ჯიშები და ამერიკული კაიფერის თესლნერგი, ესეც საკონსერვო ჯიშად ითვლება, საქართველოს რაიონებში გვხვდება თითო-ოროლა ხის სახით, გაშენებულია უფრო სადეკორაციო მიზნით, ვიდრე ნაყოფისათვის. ფართო გავრცელება მიკადოს აქვს აჭარაში.
ყვავილობა ადრეულა ახასიათებს. ყვავილი მსხვილია, თეთრი გვირგვინის ფურცლებით. ისხამს ყოველწლიურად უხვად.
ნაყოფი მობრტყო-მრგვალი ფორმისაა, უფრო ვაშლის მსგავსია, ვიდრე მსხლისა.
ყუნწი გრძელი აქვს, ზის პატარა ძაბრში.
ჯამი ხშირად არ რჩება მწიფე ნაყოფს.
ნაყოფის კანი მუქი ჟანგისფერია, ხორკლიანი. მსხვილი თეთრი წინწკლებით.
ნაყოფის ხორცი ძალიან მკვრივია. სიმწიფისას არ რბილდება, წვნიანია, თავისებური ნესვის ძლიერი სურნელებით. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის ბოლოში.
ხე სუსტი ზრდისაა, გაშლილი ვარჯით. სანაყოფე ტოტები უხვად გაწყობილია მთავარ ტოტებზე. ფოთოლი მსხვილია, სქელი, წვრილად დახერხილ კიდეთი; ფოთოლი ყოველთვის სუფთაა, მუქი მწვანე ფერის, არ ზიანდება ფოთლის ლაქიანობით.
მიკადო საინტერესოა, როგორც სოკოვან დაავადებათა წინააღმდეგ გამძლე და მოსავლიანი მსხლის ჯიში. კარგია აგრეთვე, როგორც დამამტვრიანებელი ჯიში კაიფერის თესლნერგისათვის.