ოლივიე დე-სერი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Olivie de-seri2.jpg|thumb|150პქ|ოლივიე დე–სერი]]
+
[[ფაილი:Olivie de-seri2.jpg|thumb|100პქ|ოლივიე დე–სერი]]
 
'''ოლივიე დე-სერი''' – ''([[Olivier de Serres]]).'' – [[მსხალი|მსხლის]] ჯიში ოლივიე დე სერი, წარმოშობით [[საფრანგეთი|საფრანგეთიდან]] არის. გავრცელებულია თვით საფრანგეთსა, ყირიმსა და შუა-აზიაში. [[საქართველო|საქართველოში]] მცირე რაოდენობით გვხვდება [[ქართლი|ქართლსა]] და სამხრეთ-ოსეთში (თამარშენში).
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
ჯამი  დახურული აქვს და ზის ღრმა, ბორცვიან და გინიერ ღრუში.
 
ჯამი  დახურული აქვს და ზის ღრმა, ბორცვიან და გინიერ ღრუში.
[[ფაილი:Olivie de-seri1.jpg|150პქ|thumb|ოლივიე დე–სერი]]
+
[[ფაილი:Olivie de-seri1.jpg|100პქ|thumb|ოლივიე დე–სერი]]
 
კანი  საკმაოდ სქელია, არა სრული სიმწიფისას მონაცრისფრო-მწვანე; სრული სიმწიფისას კი ნამჯისფერ-ყვითელ ელფერს ღებულობს. ნაყოფზე უხვად გაფანტულია ნაცრისფერ-მორუხო წერტილები, რაც ყვითელ ფონზე ლამაზ შეხედულებას აძლევს ნაყოფს. ხშირად ჟანგაროს ხალები ნაყოფის ყუნწთან და ჯამთან, ზოგჯერ მთელ ნაყოფზე, არის ხოლმე გაფანტული, ხან მთლიანად ბადისებრად აქვს გადაკრული. ნაყოფს წითელი ლოყა იშვიათად უნვითარდება მზის მხარეზე.
 
მიმდინარე ცვლილება 15:11, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

ოლივიე დე–სერი

ოლივიე დე-სერი(Olivier de Serres).მსხლის ჯიში ოლივიე დე სერი, წარმოშობით საფრანგეთიდან არის. გავრცელებულია თვით საფრანგეთსა, ყირიმსა და შუა-აზიაში. საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება ქართლსა და სამხრეთ-ოსეთში (თამარშენში).

[რედაქტირება] ნაყოფი

ნაყოფი მეტად წვრილია, მობრტყო-მომრგვალო მოყვანილობის, გარეგნობით ცოტათი წააგავს პატარა ბერგამოტის ესპერენს. ნაყოფის ზედაპირი უსწორმასწოროა.

ნაყოფის ყუნწი საშუალო ზომისაა, ზის წაწვენილად არაღრმა, საკმაოდ განიერ ღრუში.

ჯამი დახურული აქვს და ზის ღრმა, ბორცვიან და გინიერ ღრუში.

ოლივიე დე–სერი

კანი საკმაოდ სქელია, არა სრული სიმწიფისას მონაცრისფრო-მწვანე; სრული სიმწიფისას კი ნამჯისფერ-ყვითელ ელფერს ღებულობს. ნაყოფზე უხვად გაფანტულია ნაცრისფერ-მორუხო წერტილები, რაც ყვითელ ფონზე ლამაზ შეხედულებას აძლევს ნაყოფს. ხშირად ჟანგაროს ხალები ნაყოფის ყუნწთან და ჯამთან, ზოგჯერ მთელ ნაყოფზე, არის ხოლმე გაფანტული, ხან მთლიანად ბადისებრად აქვს გადაკრული. ნაყოფს წითელი ლოყა იშვიათად უნვითარდება მზის მხარეზე.

ხე საშუალო სიდიდის იზრდება. ინვითარებს განიერ პირამიდულ, ტოტებაკრეფილ ვარჯს. გარემო პირობებისადმი და ნიადაგის მიმართ მეტად მომთხოვნია. ყინვების მიმართ საკმაოდ გამძლეა, ადრე იწყებს ნაყოფიერებას, მოსავალი არ იცის უხვი.

ყვავილი თვითფერტილი აქვს. ყვავილობა ადრეულა იცის. ნაყოფი ადვილად არ სცვივა ქარისაგან, ქეცით და ნაყოფჭამიათი ადვილად არ ზიანდება, კარგად იტანს ტრანსპორტს და კარგად ინახება საწყობში. ინახება გვიან გაზაფხულამდე. კარგად ჰგვარობს ნაგალა საძირეზე – კომშზე და ისიც მყუდრო, თბილ ადგილებში და საკმაოდ ტენიან და სტრუქტურიან ნიადაგში. ფართო სამრეწველო ჯიშად ითვლება უზბეკეთის სსრ-ში, სადაც მისი ნაყოფი მაღალი ხარისხისა და მეტად მსხვილი გამოდის. საქართველოში სასურველია შეტანილი იქნეს სამრეწველო ასორტიმენტში თბილი და მყუდრო ადგილებისათვის; ნაგალა კულტურების წარმოებისას ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ კომშზე საკმაოდ ჰგვარობს, სჯობია ჩართული მყნობა. ვისაც სურს ზაფხულზე უძვირფასესი გემოსი, ნაზსურნელოვანი მსხლის ნაყოფი იქონიოს, და ამისათვის ყველა პირობა აქვს მოცემული, უნდა ოლივეი დე-სერი გააშენოს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები