ხულუგო
(→წყარო) |
|||
| ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | პური ჩვენი არსობისა | + | * [[პური ჩვენი არსობისა]] |
მიმდინარე ცვლილება 15:54, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ხულუგო - რბილი ხორბლის ეს ჯიში ეკოლოგიური ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას „იფქლის“ ფორმებთან. ის „იფქლის“ უფხო ანალოგია.
ლ. დეკაპრელევიჩი (1938) თავის შრომაში - „შოთა რუსთაველის ეპოქის მინდვრის უმთავრესი კულტურები“ - ამ ხორბლის არსებობას XII ს.-ში მიუთითებს.
ხულუგოს ახასიათებს მაღალი, სწორმდგომი, ფართოფოთლოვანი ღერო, უხვმოსავლიანია; შემოდგომით დათესვისას უკეთეს შედეგს იძლევა, არ წვება; განსაკუთრებით გამძლეა ყვითელი ჟანგას მიმართ.
XIX ს.-ის მონაცემებით, ხულუგო მოჰყავდათ ლეჩხუმსა და რაჭაში; XX ს.-ის 20-60-იან წლებშიც მისი გავრცელების ძირითადი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი იყო.
ჯიშის ადგილობრივი სახელწოდებებია: „რაჭულა“, „ხოტორა“ და სხვ. ხულუგო მსხვილმარცვლიანი, დიდთავთავიანი, მაღალმოსავლიანი ჯიშია. მისი მარცვლის ფქვილისაგან ცხვება გემრიელი, თეთრი, ძარღვიანი პური