დომინგო პლასიდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: დომინგო პლასიდო '''დომინგო პლასიდო''' - (ესპ...)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
  
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
 +
[[კატეგორია:დირიჟორი]]

17:57, 17 მაისი 2017-ის ვერსია

დომინგო პლასიდო

დომინგო პლასიდო - (ესპ. Plácido Domingo 21. I. 1941, მადრიდი], ესპანელი მომღერალი (ტენორი).

სიმღერა ისწავლა თავისი მშობლებისაგან-სარსუელების (ესპანური ეროვნული მუსიკის თეატრალური ჟანრი) შემსრულებლებისაგან. 1966-იდან მღეროდა ნიუ-იორკში, შემდგომ ვენაში, ჰამბურგში, დასავლეთ ბერლინში. 1968-იდან „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტია, გამოდის აგრეთვე თეატრ „ლა-სკალაში“. ასრულებს ლირიკული და დრამატული ტენორის პარტიებს (ოტელო, რადამესი, ვერთერი და სხვ.) ზოგჯერ გამოდის როგორც საოპერო დირიჟორი (ი. მარკევიჩის მოწაფეა).

დომინგო XX ს. მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია. მისი შესრულება გამოირჩევა მრავალმხრივობით, ემოციურობით, ტემბრული ნიუანსიების სიმდიდრით, დახვეწილი ფრაზირებით.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები