ტენილი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * პური ჩვენი არსობისა | + | * [[პური ჩვენი არსობისა]] |
*[[ქართული ყველი: კატალოგი]] | *[[ქართული ყველი: კატალოგი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:05, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ტენილი - სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ყველის ეს სახეობა, გვხვდება მხოლოდ ამ რეგიონში. ითვლება საოჯახო წარმოების ყველად და ერთგვარ დელიკატესადაც კი, საუკეთესო თვისებებისა და გემოს გამო.
ყველი მზადდება მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის რძისგან (ივლის-აგვისტოში), ხოლო დმანისის რაიონში ძროხის რძისგან იმ პერიოდში, როდესაც რძე მაღალცხიმიანია (ლაქტაციის ბოლო პერიოდში);
ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ადგილობრივი წარმოების ყველისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიით, ისე გარეგანი შესახედაობით, გემოთი, სუნით, კონცენტრაციითა და სხვა თვისებებით. იგი გამოირჩევა პიკანტური გემოთი და არომატით;
ტენილის შენახვა და მომწიფება ხდება სპეციალურ ხის ქოთნებში, გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ მიღებული ყველის მასას ამოავლებენ გამდნარ ცხიმში და ტენიან ქილაში, რომელსაც თავზე აფარებენ ტილოს და ასეთი სახით 2 დღით აწყობენ ცივად (10-11 გრადუს ცელსიუსზე). აცლიან ზედმეტ ტენს და სტერილურად ინახავენ. ჭურჭელს ხსნიან გაზაფხულზე. ყველს აქვს არაჩვეულებრივი გემო და არომატი. იგი დღემდე მხოლოდ გლეხური წესით მზადდება.