ქართული ყველი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | * პური ჩვენი არსობისა | + | * [[პური ჩვენი არსობისა]] |
[[კატეგორია: რძის პროდუქტები]] | [[კატეგორია: რძის პროდუქტები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:05, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ქართული ყველი - მზადდება როგორც უმი ისე პასტერიზებული ძროხის, ცხვრის და თხის რძის ან მათი ნარევისაგა; რძის შედედება ხდება 32-35 გრადუს ცელსიუსზე, შედედების ხანგრძლივობა ნახევარი საათი, რის შემდეგაც ხდება ნადედის დამუშავება. მეორედ გაცხელებას ახორციელებენ 38-40 გრადუსზე. ფორმირებისთვის ყველის მასა სწრაფად გადააქვთ ჯერ ტომრებში, შემდეგ ყველს ტომრიდან იღებენ და იმავე ფორმაში ათავსებენ თვითდაწნეხისათვის. ამის შემდეგ ყველს ამარილებენ მჟავე შრატის წათხში 14-20 დღის მანძილზე. ყველის დამწიფება გრძელდება სარდაფში 2-2,5 თვე, დასაწყისში -13-15 გრადუსზე და 90-95% ჰაერის ფარდობითი ტენიანობის, შემდეგ კი - 10-12 გრადუსზე და ჰაერის 88-90% ფარდობითი ტენიანობის პირობებში;
ქართული ყველის მშრალი ნივთიერება შეიცავს ცხიმს - 40-50%-ს, ტენს - 50%-მდე, სუფრის მარილს - 4—8%-ს. ყველს აქვს მოცხარო, მომლაშო-მომჟავოგემო. ფერი - თეთრიდან ღია მოყვითალომდეა. ყველის თავის მასა 4-6 კგ-ია;
ქართული ყველი მხოლოდ ქარხნული წესით მზადდება და მან საგემოვნო თვისებების გამო მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მომხმარებლებში.