ტრიმურტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | [[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]] | |
[[კატეგორია:რელიგია]] | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
[[კატეგორია:ინდუიზმი]] | [[კატეგორია:ინდუიზმი]] | ||
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:46, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით
ტრიმურტი – ტრიმურტი სანსკრიტზე ნიშნავს სამსახოვნებას, სამგვამოვნებას, ტრიადას (ტრი-სამი, მურტი - სახე, ხატი, სხეული). ამ ტერმინით აღინიშნება სამი ღმერთის - ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას - ერთიანობა, ერთება. ე.ი. ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი.
მაჰაბჰარატას დამატებაში - გარივანშაში - ვკითხულობთ: „ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა; ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა“. ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს - შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას: შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი - შივა. ხოლო მცველი ანუ შემანარჩუნებელი - ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული - სამებაში.
ტრიმურტს გამოსახავდნენ სამთავიან არსებად: შუაში ბრაჰმა, მარჯვნივ ვიშნუ და მარცხნივ შივა.
შუა საუკუნეებში ტრიმურტის იდეა თანდათან დაკნინდა. ბრაჰმას სახელი თითქმის მთლიანად დაივიწყეს. სამების დანარჩენი წევრები კი - შივა და ვიშნუ -ცალცალკე აღზევდნენ უზენაესი ღვთაების რანგამდე. მათგან თითოეულს თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ რამდენადმე განსხვავებული კულტმსახურებით: ინდუსები გაიყვნენ. ასე ჩამოყალიბდა ორი მიმართულება: შივაიზმი და ვიშნუიზმი, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობა არაა და ანტაგონიზმიც არ შეიმჩნევა.