აღთქმის კარავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
  
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი
+
* [[ქრისტიანობის ლექსიკონი]]
 
* იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
 
* იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
  

22:27, 19 ივნისი 2023-ის ვერსია

აღთქმის კარავი - „სამყოფელი“, „ტაბერნაკულუმი“. მოსეს მიერ დამზადებული კარვის ფორმის მოძრავი სალოცავი (გამ. 25:8; 26; 27; 35:4-29; 36:8-38; 40:1-33), ღმრთის თანასწრების ნიშანი, რომელიც ახლდა თან ისრაელის ხალხს უდაბნოში (გამ. 40:34, შმდ; რიცხ. 1:50.53; 2:1; 10:11). მასში იყო დაცული აღთქმის კიდობანი რჯულის შეცველი დაფებითურთ (გამ. 25:16).

სელომი, ანუ სილომი იყო ეფრემის ტომის კუთვნილი ქალაქი, სადაც იდგა სჯულის კიდობნის კარავი (აქედან „კარავი სელომისი“), სანამ მას დაატყვევებდნენ ფილისტიმელები. მაგრამ იგი სასწაულებრივ იქნა განთავისუფლებული, რის შემდეგაც კიდობანი დადგეს ამინადაბის სახლში კარიათ-იარემს (I მეფ. VI თ.).

მეფე დავითმა მოისურვა სჯულის კიდობნის იერუსალიმში გადატანა, მაგრამ გზაზე მოგზაურობისას შეფერხდა, რის გამოც იძულებული გახდა, კიდობანი სამ თვეს აბიდდარის სახლში დაეტოვებინა, რის შემდეგაც მაინც გადაიტანა იერუსალიმს (II მეფ. VI თ.).



წყარო

  • ქრისტიანობის ლექსიკონი
  • იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები