ნატურალური რიცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნატურალური რიცხვი''' – მათემატიკის ერთ-ერთი ძი...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:01, 21 ივნისი 2023 მდგომარეობით

ნატურალური რიცხვიმათემატიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნება – ყველა მთელი დადებითი რიცხვის სიმრავლეს N = {1, 2, 3, . . . }, ეწოდება ნატურალური მწკრივი. ე. ი. ნატურალური რიცხვი არის ნატურალური მწკრივის ნებისმიერი რიცხვი.

რიცხვთა „ბუნებრივ მწკრივზე“ ლაპარაკია ბერძენი მათემატიკოსის ნიკომახის ნაშრომში „არითმეტიკის შესავალი“ (ჩვ. წ. ა-ის I საუკ.). ეს წიგნი შემდგომში ლათინურ ენაზე გადათარგმნა და გადაამუშავა რომაელმა ავტორმა ბოეციამ (VI ს.), ამასთანავე, პირველად გამოიყენა ტერმინი „ნატურალური რიცხვი“ (numeri naturalis). ეს ტერმინი შემდგომში გვხვდება შუა საუკუნეების ზოგიერთ ხელნაწერში. თანამედროვე მნიშვნელობით ნატურალური რიცხვის ცნებას და ამ ტერმინს თანამიმდევრულად იყენებდა დალამბერი.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები