ჯერადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჯერადი''' – ნატურალური a რიცხვის ჯერადი ეწოდება ყველა იმ რიც...) |
13:04, 28 ივნისი 2023-ის ვერსია
ჯერადი – ნატურალური a რიცხვის ჯერადი ეწოდება ყველა იმ რიცხვს, რომელიც a-ზე იყოფა უნაშთოდ (მაგალითად, 4-ის ჯერადებია 4, 8, 12, 16,...).
m რიცხვს, რომელიც იყოფა a, b, c,...,k რიცხვებიდან თითოეულზე, ამ რიცხვების საერთო ჯერადი ეწოდება.
ორი ან რამდენიმე რიცხვის საერთო ჯერადებიდან უმცირესს ეწოდება ამ რიცხვების უმცირესი საერთო ჯერადი.
ორის ჯერად ნატურალურ რიცხვებს ეწოდება ლუწი რიცხვები, დანარჩენებს – კენტი რიცხვები.