ვაგნერი ლეოპოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Leopold vagneri.PNG|thumb|150პქ|ლეოპოლდ ვაგნერი]]
 
[[ფაილი:Leopold vagneri.PNG|thumb|150პქ|ლეოპოლდ ვაგნერი]]
'''ლეოპოლდ ვაგნერი''' − (გერმ. Heinrich Leopold Wagner, 1747-1779), გერმანელი პოეტი და დრამატურგი.
+
'''ლეოპოლდ ვაგნერი''' − (გერმ. Heinrich Leopold Wagner, 1747-1779), გერმანელი პოეტი და დრამატურგი, „[[ქარიშხალი და შეტევა|შეტევისა და ქარიშხლის]]“ მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.  
  
[[ლუი სებასტიენ მერსიე|ლუი სებასტიან მერსიე]]ს თაყვანისმცემელი იყო. მან გერმანულად თარგმნა მერსიეს ტრაქტატი „თეატრზე“. ვაგნერის [[პიესა|პიესებში]] ბიურგერთა ცხოვრების კერძო შემთხვევები იყო ასახული. მისი ერთერთი ცნობილი პიესაა „ბავშვის მკვლელი“, რომელშიც ბიურგერი გოგონას ტრაგიკული ისტორიაა გადმოცემული. გოგონას მიატოვებს შეყვარებული [[ოფიცერი]]. მიტოვებული გოგონა კლავს ქალიშვილს, რომელიც ოფიცრისგან შეეძინა. ავტორი დეტალურად გამოხატავს [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ში მომხდარ ამბავს. ვაგნერი არღვევს დროის ერთიანობას, ამბავი 9 თვე გრძელდება, მთავარი [[პერსონაჟი]]ს ორსულად ყოფნის განმავლობაში, რათა მისი გმირი დედა გახდეს. მოქმედება, სადაც ქალის და ჯარისკაცის  
 
მიმდინარე ცვლილება 19:35, 15 ივლისი 2023 მდგომარეობით

ლეოპოლდ ვაგნერი

ლეოპოლდ ვაგნერი − (გერმ. Heinrich Leopold Wagner, 1747-1779), გერმანელი პოეტი და დრამატურგი, „შეტევისა და ქარიშხლის“ მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ლუი სებასტიან მერსიეს თაყვანისმცემელი იყო. მან გერმანულად თარგმნა მერსიეს ტრაქტატი „თეატრზე“. ვაგნერის პიესებში ბიურგერთა ცხოვრების კერძო შემთხვევები იყო ასახული. მისი ერთერთი ცნობილი პიესაა „ბავშვის მკვლელი“, რომელშიც ბიურგერი გოგონას ტრაგიკული ისტორიაა გადმოცემული. გოგონას მიატოვებს შეყვარებული ოფიცერი. მიტოვებული გოგონა კლავს ქალიშვილს, რომელიც ოფიცრისგან შეეძინა. ავტორი დეტალურად გამოხატავს პიესაში მომხდარ ამბავს. ვაგნერი არღვევს დროის ერთიანობას, ამბავი 9 თვე გრძელდება, მთავარი პერსონაჟის ორსულად ყოფნის განმავლობაში, რათა მისი გმირი დედა გახდეს. მოქმედება, სადაც ქალის და ჯარისკაცის ურთიერთობა ვითარდება, მიმდინარეობს სასტუმროში. ვაგნერი სასტუმროს ნატურალისტური დეტალებით აღწერს. დრამატურგი, ზედმიწევნითი სიზუსტით ხატავს პიესაში განვითარებული ამბის ეტაპებს: შვილის დაბადებას და მკვლელობას. ვაგნერის რეალიზმი ნატურალიზმში გადადის.

მაკა ვასაძე

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები