მორალიტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''მორალიტე''' – (ლათ. moralis - ზნეობრივი), დამრიგებლური ხასიათის ალეგორიული [[დრამა]] XV-XVI საუკუნის დასავლეთ [[ევროპა]]ში.  
 
'''მორალიტე''' – (ლათ. moralis - ზნეობრივი), დამრიგებლური ხასიათის ალეგორიული [[დრამა]] XV-XVI საუკუნის დასავლეთ [[ევროპა]]ში.  
  
მორალიტეს ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ სხვადასხვა სიქველის და ბოროტების მატარებელი პერსონაჟები, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის სულის მოსაპოვებლად.
+
მორალიტეს ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ სხვადასხვა სიქველის და ბოროტების მატარებელი [[პერსონაჟი|პერსონაჟები]], რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის სულის მოსაპოვებლად.
  
მორალიტე ქადაგებდა ქრისტიანულ ზნეობას, მაგრამ მასში არ იყო რელიგიური სიუჟეტები ამის გამო იგი მეტ-ნაკლებად ასახავდა ცხოვრებისეულ რეალიებსაც. მორალიტეს პერსონაჟებს არ გააჩნდათ ინდივიდუალობა, მაგრამ მათი ქცევის მიხედვით, ადვილი იყო ალეგორიული ჩანაფიქრის ამოცნობა (სიძუნწეს ღარიბულად ეცვა და გულში იხუტებდა [[ოქრო]]თი სავსე [[ქისა]]ს, თავმომწონეობას ხელში გამუდმებით [[სარკე]] ეჭირა და შიგ იყურებოდა. მლიქვნელობა მელიის კუდით ეფერებოდა სახედრის ყურებიან სიბრიყვეს, სიტკბოება დადიოდა ფორთოხლით ხელში და ა.შ.). ინტერესთა ბრძოლა მორალიტეში ექვემდებარებოდა წინასწარგათვლილ დოგმატს და მოკლებული იყო რაიმე მოულოდნელობას. სიკეთე ყოველთვის ამარცხებდა ბოროტს, ქრისტიანული ზნეობის დარღვევას უცილობლად მოჰყვებოდა სასჯელი, ბოროტი პოულობდა სულ უფრო დახვეწილ ხერხებს ადამიანის საცდუნებლად. მორალიტეს ძირითადი დიდაქტიკური შეგონების მიხედვით, გონიერი ადამიანები მიდიან სიკეთის გზით, ხოლო უგუნურებს ღუპავს საკუთარი ცოდვები.
+
მორალიტე ქადაგებდა ქრისტიანულ ზნეობას, მაგრამ მასში არ იყო რელიგიური [[სიუჟეტი|სიუჟეტები]] ამის გამო იგი მეტ-ნაკლებად ასახავდა ცხოვრებისეულ რეალიებსაც. მორალიტეს პერსონაჟებს არ გააჩნდათ ინდივიდუალობა, მაგრამ მათი ქცევის მიხედვით, ადვილი იყო ალეგორიული ჩანაფიქრის ამოცნობა (სიძუნწეს ღარიბულად ეცვა და გულში იხუტებდა [[ოქრო]]თი სავსე [[ქისა]]ს, თავმომწონეობას ხელში გამუდმებით [[სარკე]] ეჭირა და შიგ იყურებოდა. მლიქვნელობა მელიის კუდით ეფერებოდა სახედრის ყურებიან სიბრიყვეს, სიტკბოება დადიოდა ფორთოხლით ხელში და ა.შ.). ინტერესთა ბრძოლა მორალიტეში ექვემდებარებოდა წინასწარგათვლილ დოგმატს და მოკლებული იყო რაიმე მოულოდნელობას. სიკეთე ყოველთვის ამარცხებდა ბოროტს, [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ზნეობის დარღვევას უცილობლად მოჰყვებოდა სასჯელი, ბოროტი პოულობდა სულ უფრო დახვეწილ ხერხებს ადამიანის საცდუნებლად. მორალიტეს ძირითადი დიდაქტიკური შეგონების მიხედვით, გონიერი ადამიანები მიდიან სიკეთის გზით, ხოლო უგუნურებს ღუპავს საკუთარი [[ცოდვა|ცოდვები]].
  
მირალიტეს ჟანრმა თავისი არსებობა დაიწყო, ფრანგული პიესით „კეთილგონიერი და უგუნური“ (1436). XV საუკუნის ბოლოს შეიქმნა ინგლიური და ჰოლანდიური მორალიტე „ყოველი ადამიანი“, შვეიცარული – „ღარიბი ადამიანი“, იტალიური – „წმინდა წარმოდგენა სულზე“. დიდი პოპულარობა მოიპოვა მორალიტემ ადამიანის შესახებ, რომელსაც ეწვევა სიკვდილი; იგი ვერ პოულობს მხარდაჭერას ვერც მეგობრების, ვერც ნათესავების, ვერც სიმდიდრის მხრიდან. ის მიმართავს მის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს და მათ იგი მიჰყავთ [[სამოთხე]]ში.
+
მირალიტეს ჟანრმა თავისი არსებობა დაიწყო, ფრანგული [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესით]] „კეთილგონიერი და უგუნური“ (1436). XV საუკუნის ბოლოს შეიქმნა ინგლიური და ჰოლანდიური მორალიტე „ყოველი ადამიანი“, შვეიცარული – „ღარიბი ადამიანი“, იტალიური – „წმინდა წარმოდგენა სულზე“. დიდი პოპულარობა მოიპოვა მორალიტემ ადამიანის შესახებ, რომელსაც ეწვევა სიკვდილი; იგი ვერ პოულობს მხარდაჭერას ვერც მეგობრების, ვერც ნათესავების, ვერც სიმდიდრის მხრიდან. ის მიმართავს მის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს და მათ იგი მიჰყავთ [[სამოთხე]]ში.
  
მორალიტეს ჟანრი თვალსაჩინოდ ქადაგებდა იდეებს განყენებული [[ალეგორია|ალეგორიების]] გამოყენებით, მაგრამ ზოგჯერ მასში თავს იჩენდა სამოქალაქო ან ეროვნული მოტივებიც. ასე, მაგ., ჰოლანდიურმა ბურჟუაზიამ, რომელიც იბრძოდა ესპანური ინტერვენციის წინააღმდეგ მე-16 ს., ნაციონალური დამოუკიდებლობის იდეისათვის გამოიყენა მორალიტე.
+
მორალიტეს [[ჟანრი]] თვალსაჩინოდ ქადაგებდა იდეებს განყენებული [[ალეგორია|ალეგორიების]] გამოყენებით, მაგრამ ზოგჯერ მასში თავს იჩენდა სამოქალაქო ან ეროვნული მოტივებიც. ასე, მაგ., ჰოლანდიურმა ბურჟუაზიამ, რომელიც იბრძოდა ესპანური ინტერვენციის წინააღმდეგ მე-16 ს., ნაციონალური დამოუკიდებლობის იდეისათვის გამოიყენა მორალიტე.
  
 
მე-16 საუკუნის მე-2 ნახ. მსგავსი პრობლემატიკის მქონე ჰუმანისტურმა დრამამ შეავიწროვა მორალიტე. მე-16 საუკუნის დამლევს მორალიტემ თითქმის შეწყვიტა არსებობა. მან დაამკვიდრა ტიპიზაციის პრინციპი, ასახა მრავალფეროვანი ადამიანური ვნებები, გაამჟღავნა სწრაფვა დრამის კომპოზიციური მთლიანობისაკენ.
 
მე-16 საუკუნის მე-2 ნახ. მსგავსი პრობლემატიკის მქონე ჰუმანისტურმა დრამამ შეავიწროვა მორალიტე. მე-16 საუკუნის დამლევს მორალიტემ თითქმის შეწყვიტა არსებობა. მან დაამკვიდრა ტიპიზაციის პრინციპი, ასახა მრავალფეროვანი ადამიანური ვნებები, გაამჟღავნა სწრაფვა დრამის კომპოზიციური მთლიანობისაკენ.

მიმდინარე ცვლილება 22:28, 15 ივლისი 2023 მდგომარეობით

Moralite.JPG

მორალიტე – (ლათ. moralis - ზნეობრივი), დამრიგებლური ხასიათის ალეგორიული დრამა XV-XVI საუკუნის დასავლეთ ევროპაში.

მორალიტეს ძირითადი მოქმედი პირები იყვნენ სხვადასხვა სიქველის და ბოროტების მატარებელი პერსონაჟები, რომლებიც იბრძოდნენ ადამიანის სულის მოსაპოვებლად.

მორალიტე ქადაგებდა ქრისტიანულ ზნეობას, მაგრამ მასში არ იყო რელიგიური სიუჟეტები ამის გამო იგი მეტ-ნაკლებად ასახავდა ცხოვრებისეულ რეალიებსაც. მორალიტეს პერსონაჟებს არ გააჩნდათ ინდივიდუალობა, მაგრამ მათი ქცევის მიხედვით, ადვილი იყო ალეგორიული ჩანაფიქრის ამოცნობა (სიძუნწეს ღარიბულად ეცვა და გულში იხუტებდა ოქროთი სავსე ქისას, თავმომწონეობას ხელში გამუდმებით სარკე ეჭირა და შიგ იყურებოდა. მლიქვნელობა მელიის კუდით ეფერებოდა სახედრის ყურებიან სიბრიყვეს, სიტკბოება დადიოდა ფორთოხლით ხელში და ა.შ.). ინტერესთა ბრძოლა მორალიტეში ექვემდებარებოდა წინასწარგათვლილ დოგმატს და მოკლებული იყო რაიმე მოულოდნელობას. სიკეთე ყოველთვის ამარცხებდა ბოროტს, ქრისტიანული ზნეობის დარღვევას უცილობლად მოჰყვებოდა სასჯელი, ბოროტი პოულობდა სულ უფრო დახვეწილ ხერხებს ადამიანის საცდუნებლად. მორალიტეს ძირითადი დიდაქტიკური შეგონების მიხედვით, გონიერი ადამიანები მიდიან სიკეთის გზით, ხოლო უგუნურებს ღუპავს საკუთარი ცოდვები.

მირალიტეს ჟანრმა თავისი არსებობა დაიწყო, ფრანგული პიესით „კეთილგონიერი და უგუნური“ (1436). XV საუკუნის ბოლოს შეიქმნა ინგლიური და ჰოლანდიური მორალიტე „ყოველი ადამიანი“, შვეიცარული – „ღარიბი ადამიანი“, იტალიური – „წმინდა წარმოდგენა სულზე“. დიდი პოპულარობა მოიპოვა მორალიტემ ადამიანის შესახებ, რომელსაც ეწვევა სიკვდილი; იგი ვერ პოულობს მხარდაჭერას ვერც მეგობრების, ვერც ნათესავების, ვერც სიმდიდრის მხრიდან. ის მიმართავს მის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს და მათ იგი მიჰყავთ სამოთხეში.

მორალიტეს ჟანრი თვალსაჩინოდ ქადაგებდა იდეებს განყენებული ალეგორიების გამოყენებით, მაგრამ ზოგჯერ მასში თავს იჩენდა სამოქალაქო ან ეროვნული მოტივებიც. ასე, მაგ., ჰოლანდიურმა ბურჟუაზიამ, რომელიც იბრძოდა ესპანური ინტერვენციის წინააღმდეგ მე-16 ს., ნაციონალური დამოუკიდებლობის იდეისათვის გამოიყენა მორალიტე.

მე-16 საუკუნის მე-2 ნახ. მსგავსი პრობლემატიკის მქონე ჰუმანისტურმა დრამამ შეავიწროვა მორალიტე. მე-16 საუკუნის დამლევს მორალიტემ თითქმის შეწყვიტა არსებობა. მან დაამკვიდრა ტიპიზაციის პრინციპი, ასახა მრავალფეროვანი ადამიანური ვნებები, გაამჟღავნა სწრაფვა დრამის კომპოზიციური მთლიანობისაკენ.





[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები