გემინგენი ოტო ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოტო ფონ გემინგენი''' – (1755-1836), გერმანელი მწერალი და დრამატურგი....)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გემინგენი ოტო ფონ“ გადაიტანა გვერდზე „ოტო ფონ გემინგენი“)

15:32, 16 ივლისი 2023-ის ვერსია

ოტო ფონ გემინგენი – (1755-1836), გერმანელი მწერალი და დრამატურგი.

დრამატურგი ოტო ფონ გემინგენი იყო ყოფითობის იდეოლოგი, რომელიც მანჰეიმის ნაციონალურ თეატრში იმასვე აკეთებდა, რასაც ლესინგი ჰამბურგში. გემინგენმა შექმნა რეცენზიების კრებული, რომელიც „მეშჩანური დრამის“ ერთგვარი მანიფესტია. ის თავის ნაშრომებში ავითარებს ლესინგის არგუმენტებს ფრანგული კლასიციზმის წინააღმდეგ. შტურმერების სოციალურ-განმანათლებლური მებრძოლი თვისებები აქ იცვლება ბიურგერების სულზე მორალური ზემოქმედებით. გემინგენი აკრიტიკებს პიესებს, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ არსებულ სინამდვილეს. „აღზრდა“ და „კეთილშობილება“ კარგავენ მის დრამატურგიაში ფართო ჰუმანურ შინაარსს. კეთილშობილება მას ესმის, როგორც კეთილსინდისიერი, პატიოსანი წვრილი ბიურგერის თვისებათა კომპლექსი.

„გერმანელი ოჯახის მამა“

მას ეკუთვნის დრამა „გერმანელი ოჯახის მამა“, სიუჟეტის სქემა აღებულია დიდროს „ოჯახის მამიდან“. თაობათა შორის დაპირისპირება დაყვანილია მეშჩანურ დონემდე და უფროსი − „მამათა“ თაობის გამარჯვებით მთავრდება.

გრაფი ვოდმარის ვაჟი შეაცდენს დაბალი წრის გოგოს. გრაფი პროგრესულად მოაზროვნეა, მაგრამ იმავდროულად, წინააღმდეგია „არათანაბარი“ ქორწინების. მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, აიძულებს შვილს, რომ ითხოვოს შეცდენილი გოგო. დასჯის მიზნით კი, სხვებს რომ არ მისცეს ცუდი მაგალითი, სოფელში უშვებს საცხოვრებლად. ეს ფინალი ნათელს ჰფენს პიესის სოციალური ტენდენციის მეშჩანურ შეფერილობას. დრამატურგი რადიკალურად განსხვავებულად იაზრებს შტურმერების საყვარელ თემას, მათ კულტს მებრძოლი ადამიანისა. მებრძოლ პიროვნებას ანაცვლებს დამჯერე პიროვნებით. გერმანულ დრამატურგიაში ფეხს იკიდებს ტრაგიკული კონფლიქტის კეთილი დასასრული. ყველა კონფლიქტი კეთილად ბოლოვდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები