დახრილი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დახრილი''' – a წრფისადმი დახრილი – ყველა b წრფე, რომელიც ...) |
13:09, 17 ივლისი 2023-ის ვერსია
დახრილი – a წრფისადმი დახრილი – ყველა b წრფე, რომელიც a წრფეს კვეთს მართი კუთხისაგან განსხვავებული კუთხით. a წრფის b წრფესთან გადაკვეთის A წერტილს ეწოდება დახრილის ფუძე. მანძილს დახრილის ნებისმიერი B წერტილიდან დახრილის A ფუძემდე (A≠B). ეწოდება დახრილის სიგრძე.
სიბრტყისადმი დახრილი ეწოდება ყველა წრფეს, რომელიც ამ სიბრტყეს კვეთს მართი კუთხისაგან განსხვავებული კუთხით.