ელემენტარული მათემატიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ელემენტარული მათემატიკა''' – მათემატიკის ნაწი...) |
16:36, 17 ივლისი 2023-ის ვერსია
ელემენტარული მათემატიკა – მათემატიკის ნაწილი, რომელსაც შეისწავლიან საშუალო სკოლაში. იგი შეიცავს არითმეტიკას, ელემენტარულ ალგებრას, ელემენტარულ გეომეტრიას და მათემატიკური ანალიზის საკითხებს; აგრეთვე სიმრავლეთა თეორიისა და მათემატიკური ლოგიკის საკითხებს (გამონათქვამებს, აუცილებელ და საკმარის პირობებს, გამონათქვამის ჭეშმარიტების და მცდარობის ცნებას და სხვ.).