ვარეზი ედგარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: 200პაწარწერის ტექსტი '''ვარეზი ედგარ''' - (ფრ. Edgard Varèse, 2...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვარეზი ედგარ“ გადაიტანა გვერდზე „ედგარ ვარეზი“)

12:48, 19 მაისი 2017-ის ვერსია

200პაწარწერის ტექსტი

ვარეზი ედგარ - (ფრ. Edgard Varèse, 22. XII. 1885, პარიზი, – 7. XI. 1965, ნიუ-იორკი), ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი. ეროვნებით ფრანგი.

სწავლობდა ა. რუსელთან, ვ. დ’ენდისთან და შ. ვიდორთან. დირიჟორობდა გუნდებსა და ორკესტრებს ბერლინში, პრაღაში, ნიუ-იორკში (1908-19). 1915-იდან ცხოვრობდა ნიუ-იორკში, იყო კომპოზიტორების პანამერიკული ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეძებდა ახალ მუსიკალურ ხმოვანებებს, ცდილობდა საკრავთა აკუსტიკური შესაძლებლობების გაფართოებას. მის ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია პიესა „ჰი პერირიზმა“ სასულე და დასარტყამი საკრავებისათვის (1923), „ინტეგრალები“ კამერული ორკესტრისა და დასარტყამებისათვის (1925), „იონიზაცია“ 13 დასარტყამი საკრავისათვის (1931), „ეკვატორიალი“ ორგანის, დასარტყამების, საყვირების, ტრომბონების, 2 მარტენოს ტალღებისა და ბანისათვის (1934). ავტორია ნაშრომებისა ელექტრონული მუსიკის შესახებ და მუს. კრიტიკულ წერილებისა.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები