მახასიათებელი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მახასიათებელი''' (''ბერძნ''. χαρακτηρ – ნიშანი, თავისებურება) 1. ათ...) |
17:20, 24 ივლისი 2023-ის ვერსია
მახასიათებელი (ბერძნ. χαρακτηρ – ნიშანი, თავისებურება)
1. ათობითი ლოგარითმის მთელი ნაწილი.
2. კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლების თეორიის ცნება, რომელიც შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა გ. მონჟმა (1795 – 1807). მონჟისთვის ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ორი უსასრულოდ მახლობელი ზედაპირის გადაკვეთის წირი, როცა ეს ზედაპირები ეკუთვნიან ერთპარამეტრიან ზედაპირთა ოჯახს. მეორე: წირი, რომელზეც შეიძლება გატარდეს არა სასრული, არამედ უსასრულო რაოდენობა ზედაპირებისა, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ კერძოწარმოებულებიან განტოლებას. თანამედროვე მათემატიკაში ორივე ეს მნიშვნელობა შემორჩენილია. მახასიათებლების მთელი გეომეტრიული თეორია ეკუთვნის დ. ეგოროვს.