სამარინი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ივანე სამარინი''' − (რუს. Иван Васильевич Самарин, 1817-1885), XIX საუკუნის გამ...)

23:36, 2 აგვისტო 2023-ის ვერსია

ივანე სამარინი − (რუს. Иван Васильевич Самарин, 1817-1885), XIX საუკუნის გამოჩენილი რუსი თეატრალური მოღვაწე, მსახიობი, პედაგოგი და დრამატურგი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. 1837 წელს დაამთავრა მოსკოვის თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგ შჩეპკინის ჯგუფი) და გახდა მოსკოვის მცირე თეატრის დასის წევრი. სამსახიობო მოღვაწეობის ადრეულ პერიოდშივე ითამაშა მოლჩალინი (გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“) და ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), კარიერის დასაწყისშივე გამოავლინა კომიკოსობის ნიჭი და ჩამოყალიბდა კომედიების საუკეთესო შემსრულებლად. ამავდროულად, მას ახალგაზრდა შეყვარებულების როლების თამაშიც უწევდა. მსახიობს კარიერის მანძილზე ბევრჯერ განუცდია მარცხი, თუმცა ის არ ნებდებოდა და უფრო მეტს მუშაობდა საკუთარ თავზე, ხასიათების დახვეწაზე, სანამ არ მიაღწევდა ჰარმონიულობას სცენაზე. რუსული კლასიკური დრამატურგიის გარდა, მის რეპერტუარში იყო შექსპირის კომედიებიც.

ივან სამარინი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1862 წლიდან ის ასწავლიდა მოსკოვის თეატრალურ სასწავლებელში (მისი მოწაფეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მსახიობები გ. ფედოტოვა და ნ. ნიკულინა), 1874 წლიდან ხელმძღვანელობდა დრამატულ განყოფილებას მოსკოვის კონსერვატორიაში. 1879 წელს საოპერო სტუდიის ძალებით პირველმა დადგა მცირე სცენაზე პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინი“.

ივან სამარინი პიესების ავტორიცაა. მისი რამდენიმე პიესა - „დილა საღამოზე გონიერი“, „დაფქვა-ფქვილად იქცევა“, „თვითმარქვია ლუბა“ და სხვა რუსეთის პროვინციის თეატრებში იდგმებოდა.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები