პროგრესია (მათემატიკა)
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
ამოცანებს პროგრესიებზე შეიცავენ უძველესი მათემატიკური ჩანაწერები – რინდის პაპირუსები, ბაბილონის ასტრონომიული ცხრილები და სხვ. ტერმინი წარმომდგარია ლათინურიდან progredior – „მივდივარ წინ“; progressio – „მოძრაობა წინ“, „წარმატება“, „თანდათანობითი გაძლიერება“. | ამოცანებს პროგრესიებზე შეიცავენ უძველესი მათემატიკური ჩანაწერები – რინდის პაპირუსები, ბაბილონის ასტრონომიული ცხრილები და სხვ. ტერმინი წარმომდგარია ლათინურიდან progredior – „მივდივარ წინ“; progressio – „მოძრაობა წინ“, „წარმატება“, „თანდათანობითი გაძლიერება“. | ||
| − | გეომეტრიული პროგრესიისათვის ნიშანი [[ფაილი: | + | გეომეტრიული პროგრესიისათვის ნიშანი [[ფაილი:Proges001.png]] შემოიღო ოტრედმა (1631). აღნიშვნა უმალ იქნა მიღებული და მალე გავრცელდა XVII ს-ში. სახელწოდებაში სიტყვა „გეომეტრიული“ იმით აიხსნება, რომ მისი ნებისმიერი წევრი არის ორი მეზობელი წევრის საშუალო გეომეტრიული. არითმეტიკული პროგრესიის აღნიშვნაში იყო უფრო ნაკლები ერთსულოვნება. იყენებდნენ აღნიშვნებს: [[ფაილი:Prog003.png]] ბოლო სიმბოლო დამკვიდრდა ფრანგი მათემატიკოსების ლანის (1692), ბელიდორუს (1725), ბეზუს (1797) და სხვების წყალობით. |
უსასრულო გეომეტრიული პროგრესიის ჯამის ფორმულა გამოიყვანა ტორიჩელმა. ეს შედეგი თავის წიგნში შეიტანა ბელგიელმა მათემატიკოსმა ტაკემ („არითმეტიკული თეორია და პრაქტიკა, გულდასმით დასაბუთებული“, 1656). ეს წიგნი დიდხანს გამოიყენებოდა, როგორც სტანდარტული სახელმძღვანელო; ამიტომ XX საუკუნემდე ამ ფორმულას ტაკეს მიაწერდნენ. | უსასრულო გეომეტრიული პროგრესიის ჯამის ფორმულა გამოიყვანა ტორიჩელმა. ეს შედეგი თავის წიგნში შეიტანა ბელგიელმა მათემატიკოსმა ტაკემ („არითმეტიკული თეორია და პრაქტიკა, გულდასმით დასაბუთებული“, 1656). ეს წიგნი დიდხანს გამოიყენებოდა, როგორც სტანდარტული სახელმძღვანელო; ამიტომ XX საუკუნემდე ამ ფორმულას ტაკეს მიაწერდნენ. | ||
13:58, 3 აგვისტო 2023-ის ვერსია
პროგრესია – ზოგიერთი სახის რიცხვითი მიმდევრობის სახელწოდება (იხ. არითმეტიკული პროგრესია, გეომეტრიული პროგრესია). ამოცანებს პროგრესიებზე შეიცავენ უძველესი მათემატიკური ჩანაწერები – რინდის პაპირუსები, ბაბილონის ასტრონომიული ცხრილები და სხვ. ტერმინი წარმომდგარია ლათინურიდან progredior – „მივდივარ წინ“; progressio – „მოძრაობა წინ“, „წარმატება“, „თანდათანობითი გაძლიერება“.
გეომეტრიული პროგრესიისათვის ნიშანი
შემოიღო ოტრედმა (1631). აღნიშვნა უმალ იქნა მიღებული და მალე გავრცელდა XVII ს-ში. სახელწოდებაში სიტყვა „გეომეტრიული“ იმით აიხსნება, რომ მისი ნებისმიერი წევრი არის ორი მეზობელი წევრის საშუალო გეომეტრიული. არითმეტიკული პროგრესიის აღნიშვნაში იყო უფრო ნაკლები ერთსულოვნება. იყენებდნენ აღნიშვნებს:
ბოლო სიმბოლო დამკვიდრდა ფრანგი მათემატიკოსების ლანის (1692), ბელიდორუს (1725), ბეზუს (1797) და სხვების წყალობით.
უსასრულო გეომეტრიული პროგრესიის ჯამის ფორმულა გამოიყვანა ტორიჩელმა. ეს შედეგი თავის წიგნში შეიტანა ბელგიელმა მათემატიკოსმა ტაკემ („არითმეტიკული თეორია და პრაქტიკა, გულდასმით დასაბუთებული“, 1656). ეს წიგნი დიდხანს გამოიყენებოდა, როგორც სტანდარტული სახელმძღვანელო; ამიტომ XX საუკუნემდე ამ ფორმულას ტაკეს მიაწერდნენ.