ბრაუნინგი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რობერტ ბრაუნინგი''' − (Robert Wiedeman Barrett Browning - 1812-1889), ინგლისელი პოეტი და დ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბრაუნინგი რობერტ“ გადაიტანა გვერდზე „რობერტ ბრაუნინგი“)

22:59, 3 აგვისტო 2023-ის ვერსია

რობერტ ბრაუნინგი − (Robert Wiedeman Barrett Browning - 1812-1889), ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

22 წლის ასაკიდან იწყებს სათეატრო მოღვაწეობას. მისი პირველი პიესა - „პარაცელსიუსი“ - 1835 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით, ბრაუნინგი საზოგადოებამ გაიცნო ისტორიული დრამებით - „სტრაფორდი“ (1837), „დრუზების დაბრუნება“(1839), „მეფე ვიქტორი და მეფე ჩარლზი“ (1842) - რომლებიც დაწერა თეატრისათვის „კოვენტ გარდენი“. ამ დადგმებში მთავარ როლს უილიამ მაქრედი თამაშობდა.1843 წელს „კოვენტ-გარდენში“ დაიდგა ბრაუნინგის პიესა „ლაქა გერბზე“. ხოლო, 1853 წელს ამავე სცენაზე მისი კიდევ ერთი პიესა: „კოლუმბის დაბადების დღე“ - განხორციელდა.

ბრაუნინგის რომანტიკული ნაწარმოებები, ისევე როგორც მისი ისტორიული პიესები, ბაირონისა და შელის პოეტურ დრამებთან ასოცირდება. იმ პერიოდში, როდესაც ინგლისის სცენაზე ყველაზე ხშირად იდგმებოდა მელოდრამები, ბრაუნინგი ისწრაფვოდა მაყურებელთა ყურადღება მიეპყრო სერიოზული წარმოდგენებისკენ. მწერალი თანდათანობით გადავიდა სცენური დრამატურგიიდან ე. წ. „საკითხავი პიესების“ ჟანრისაკენ, რომლებიც მისი თანამედროვეებისათვის გაუგებარი აღმოჩნდა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები