არაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არაკი, არეკი, არიკი, არკალ''' – დიდაქტიკური ხასიათის მოკლე ზე...)

14:35, 17 აგვისტო 2023-ის ვერსია

არაკი, არეკი, არიკი, არკალ – დიდაქტიკური ხასიათის მოკლე ზეპირი მოთხრობა, ამბავი.

ქართულ ზეპირტრადიციაში ხშირად ზღაპრის, უმეტესად კი იგავის (იგავ-არაკი) სინონიმად იხმარება. მთიულეთში არეკი ეწოდება ყოველგვარ ზეპირ თხრობას (პროზაულს თუ გალექსილს) საწინააღმდეგოდ ლექსისა, რომელიც სიმღერით წარმოითქმის. სამეგრელოში „არიკი“ ეწოდება ზღაპარს, სვანეთში „არკალ“ – ამბავის, არაკის სინონიმია. ტერმინი ნ. მარს უძველეს, ზოგად კავკასიურ მოვლენად მიაჩნდა, რასაც მოწმობს ამ ტერმინის გავრცელება ფართო ტერიტორიაზე, მესოპოტამიიდან – კავკასიამდე, მისი არსებობა კავკასიის უმწერლობო ხალხებში და დიალექტური სხვაობებით ასახვა მთელი კავკასიის ზეპირსიტყვიერებაში. ეს კი გამორიცხავს მის გვიანდელ, რომელიმე მწერლობის გავლენით, გაჩენას. მისგან უნდა იყოს ნაწარმოები აფხაზური „ალაკუ“.

ელ. ვირსელაძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები