დიდება (რიტუალი)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''დიდება''' – წვიმის გამოწვევის მესხურ-ჯავახური [[რიტუალი]] – საწესო მსვლელობა სიმღერით. | '''დიდება''' – წვიმის გამოწვევის მესხურ-ჯავახური [[რიტუალი]] – საწესო მსვლელობა სიმღერით. | ||
− | ხანგრძლივი გვალვების დროს, როდესაც წვიმის მოსვლას ლაზარობის გამართვა ვერ უზრუნველყოფდა, ასრულებდნენ ე. წ. | + | ხანგრძლივი გვალვების დროს, როდესაც წვიმის მოსვლას ლაზარობის გამართვა ვერ უზრუნველყოფდა, ასრულებდნენ ე. წ.დიდებას. საამისოდ, ასაკმოყრილი დედაკაცები ფეხშიშველა დაივლიდნენ სოფელს სიმღერით: „ღმერთო, მოგვეც ტალახი, აღარ გვინდა გოროხი“. შემდეგ ქვრივი ქალები [[გუთანი|გუთანს]] შეებმებოდნენ და მას წყალში გაატარებდნენ; ერთი მათგანი [[გუთნისდედა]] იყო და წყალში მარცვლებს ყრიდა, თითქოს, თესავდა. სოფლის ქალები მათ წყლით წუწავდნენ. ასეთივე რიტუალი სრულდებოდა ქიზიყშიც, სადაც დიდებაზე მოსიარულე ფეხშიშველა დედაკაცებს ხალხი ფულით ასაჩუქრებდა. ამ ფულით ისინი „საღვთოს“ ყიდულობდნენ და [[ელია]]ს სწირავდნენ. |
− | დიდებას. საამისოდ, ასაკმოყრილი დედაკაცები ფეხშიშველა დაივლიდნენ სოფელს სიმღერით: „ღმერთო, მოგვეც ტალახი, აღარ გვინდა | + | |
− | გოროხი“. შემდეგ ქვრივი ქალები [[გუთანი|გუთანს]] შეებმებოდნენ და მას წყალში გაატარებდნენ; ერთი მათგანი გუთნისდედა იყო და წყალში მარცვლებს ყრიდა, თითქოს, თესავდა. სოფლის ქალები მათ წყლით წუწავდნენ. ასეთივე რიტუალი სრულდებოდა ქიზიყშიც, სადაც დიდებაზე მოსიარულე ფეხშიშველა დედაკაცებს ხალხი ფულით ასაჩუქრებდა. ამ ფულით ისინი „საღვთოს“ ყიდულობდნენ და [[ელია]]ს სწირავდნენ. | + | |
გვალვების დროს იცოდნენ აგრეთვე უპატრონო მკვდრის საფლავიდან მიწის ამოღება და ამ მიწით ტლაპოს გაკეთება. წვიმის გამოწვევის სხვა ხერხი იყო ხუთშაბათ დღეს უცხო ადამიანის საფლავზე კუტი ბავშვების დაბანა (სოფ. კოთელიაში ვირებს აბანავებდნენ). | გვალვების დროს იცოდნენ აგრეთვე უპატრონო მკვდრის საფლავიდან მიწის ამოღება და ამ მიწით ტლაპოს გაკეთება. წვიმის გამოწვევის სხვა ხერხი იყო ხუთშაბათ დღეს უცხო ადამიანის საფლავზე კუტი ბავშვების დაბანა (სოფ. კოთელიაში ვირებს აბანავებდნენ). |
მიმდინარე ცვლილება 14:53, 20 აგვისტო 2023 მდგომარეობით
დიდება – წვიმის გამოწვევის მესხურ-ჯავახური რიტუალი – საწესო მსვლელობა სიმღერით.
ხანგრძლივი გვალვების დროს, როდესაც წვიმის მოსვლას ლაზარობის გამართვა ვერ უზრუნველყოფდა, ასრულებდნენ ე. წ.დიდებას. საამისოდ, ასაკმოყრილი დედაკაცები ფეხშიშველა დაივლიდნენ სოფელს სიმღერით: „ღმერთო, მოგვეც ტალახი, აღარ გვინდა გოროხი“. შემდეგ ქვრივი ქალები გუთანს შეებმებოდნენ და მას წყალში გაატარებდნენ; ერთი მათგანი გუთნისდედა იყო და წყალში მარცვლებს ყრიდა, თითქოს, თესავდა. სოფლის ქალები მათ წყლით წუწავდნენ. ასეთივე რიტუალი სრულდებოდა ქიზიყშიც, სადაც დიდებაზე მოსიარულე ფეხშიშველა დედაკაცებს ხალხი ფულით ასაჩუქრებდა. ამ ფულით ისინი „საღვთოს“ ყიდულობდნენ და ელიას სწირავდნენ.
გვალვების დროს იცოდნენ აგრეთვე უპატრონო მკვდრის საფლავიდან მიწის ამოღება და ამ მიწით ტლაპოს გაკეთება. წვიმის გამოწვევის სხვა ხერხი იყო ხუთშაბათ დღეს უცხო ადამიანის საფლავზე კუტი ბავშვების დაბანა (სოფ. კოთელიაში ვირებს აბანავებდნენ).
„დიდებაზე სიარული“ იცოდნენ მძიმე ავადმყოფობის დროსაც: ხატს შეუთქვამდნენ „დიდებას“ და, ამ მიზნით, ორი ქალი სოფელს დაივლიდა. ყოველ ოჯახში მისვლისას იტყოდნენ: „დიდებას დავდივართ და რასაც გაიმეტებთ, გვიწყალობეთ“. ასე აგროვებდნენ სანთელს, ფულს, კვერცხებს, ყველს და სხვ. სანოვაგეს. ამ შესაწევარს გაყიდდნენ და ავადმყოფისთვის თეთრი ფერის ტანისამოსს შეიძენდნენ. ასეთ სამოსში გამოწყობილი დაავადებულს, რომელსაც ხელში კელაპტარი ეკავა, ხატთან მიიყვანდნენ და განკურნებას შეთხოვდნენ. ავადმყოფი თეთრ სამოსს იქვე გაიხდიდა და დატოვებდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ს. მაკალათია. მესხეთ-ჯავახეთი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1938, გვ. 111-112;
- ს. მენთეშაშვილი. ქიზიყური ლექსიკონი. თბ., 1943.
|