გუსანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გუსანი''' – ხალხური მომღერალი სომხეთში. გუსანები ც...) |
მიმდინარე ცვლილება 16:44, 20 აგვისტო 2023 მდგომარეობით
გუსანი – ხალხური მომღერალი სომხეთში. გუსანები ცნობილია უძველესი დროიდანვე. ისინი როგორც აშუღები, ფრანგი ტრუბადურები და ქართველი მესტვირეები ერთსა დაიმავე დროს მელექსეებიც იყვნენ და მომღერლებიც. წარმოშობით გუსანები დაბალ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ და მათი რეპერტუარიც უმთავრესად მშრომელთა ცხოვრებას ეხებოდა. გუსანი თემატიკურად შეზღუდული არ იყო. ასრულებდა სატრფიალო, საწესჩვეულებო, სუფრულ, სატირალ, საგმირო-ისტორიულ სიმღერებს. გუსანი ახლაც პოპულარობით სარგებლობს სომხეთში.
ჯ. ბარდაველიძე