დალოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დალოცვა''' – პოეტური სადღეგრძელო, ჩამოყალიბებული რიტმული წ...)

17:03, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია

დალოცვა – პოეტური სადღეგრძელო, ჩამოყალიბებული რიტმული წყობით, უმთავრესად გარითმული ლექსით. ყველაზე გავრცელებულია საქორწილო დალოცვები, განსაკუთრებით ნეფე-დედოფლის მისამართით:

ღმერთო დღეგრძელობა მიე
აქა ბრძანებელსა,
ნეფესა და დედოფალსა
სახე მშვენიერსა...

ძველად პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე მესტვირული დალოცვები, რომელთა ადრესატი განუსაზღვრელი იყო:

უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი საძირკვლიანი, ხარ-კამეჩი გუთნებითა, ურმები სავსე, ძნიანი. იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-რძლიან–ძმიანი, ლამაზი შემოგეყვანოს - მშვენიერი და ჭკვიანი.

ჯ. ბარდაველიძე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები