ბარიშ ხვამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბარიშ ხვამა''' ''(„ბარის ლოცვა“)'' – მიცვალებულის [[კულტი|კულტთა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ბარიშ ხვამა''' ''(„ბარის ლოცვა“)'' – მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული მეგრული წეს-ჩვეულება: იმ ბარის (ბარების) დალოცვა, რომლითაც საფლავი გაითხარა. საამისოდ, დასაფლავების მეორე დღეს ჭირისუფალი, მესაფლავე (მესაფლავეები), გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები და მეზობლები ახალგარდაცვლილის სამარხთან შეიკრიბებოდნენ, გარეცხილ-გასუფთავებულ ბარის ტარზე [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] აანთებდნენ, ბარის (ბარების) პირზე ღვინოს მოასხურებდნენ და მათ შორის ასაკით უფროსი მამაკაცი დაილოცებოდა:  
+
'''ბარიშ ხვამა''' ''(„ბარის ლოცვა“)'' – მიცვალებულის [[კულტი|კულტთან]] დაკავშირებული მეგრული წეს-ჩვეულება: იმ [[ბარი]]ს (ბარების) [[დალოცვა]], რომლითაც საფლავი გაითხარა. საამისოდ, დასაფლავების მეორე დღეს ჭირისუფალი, მესაფლავე (მესაფლავეები), გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები და მეზობლები ახალგარდაცვლილის სამარხთან შეიკრიბებოდნენ, გარეცხილ-გასუფთავებულ ბარის ტარზე [[სანთელი (სარიტუალო)|სანთლებს]] აანთებდნენ, ბარის (ბარების) პირზე ღვინოს მოასხურებდნენ და მათ შორის ასაკით უფროსი მამაკაცი დაილოცებოდა:  
 
:„ღმერთო დიდებულო, დაილოცოს შენი სახელი, აცხონე და წმინდა სასუფეველი დაუმკვიდრე მიცვალებულს, ეს ბარი, რომლითაც ჩვენი ... (სახელს იტყოდა) სამუდამო სახლი აშენდა, დალოცე და დღეის ამას იქით კეთილი საქმისთვის მოახმარე მის ოჯახს. დალოცვილი ჰყავი მესაფლავე (მესაფლავეები), რომელმაც წმინდა სახლი ააგო, ბედნიერად ამყოფე მისი ოჯახი“.  
 
ვიდრე ჭირისუფალი „ბარის ლოცვას“ არ შეასრულებდა, ამ იარაღის სამუშაოდ გამოყენება არ შეიძლებოდა. იყო შემთხვევები, როცა მიცვალებულის ოჯახი ამ წესის შესრულების შემდეგაც კი ბარს სამუდამოდ ასვენებდა და მხოლოდ ახლობელი ადამიანის საფლავის გასათხრელად იყენებდა.
 
მიმდინარე ცვლილება 17:04, 21 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ბარიშ ხვამა („ბარის ლოცვა“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მეგრული წეს-ჩვეულება: იმ ბარის (ბარების) დალოცვა, რომლითაც საფლავი გაითხარა. საამისოდ, დასაფლავების მეორე დღეს ჭირისუფალი, მესაფლავე (მესაფლავეები), გარდაცვლილის უახლოესი ნათესავები და მეზობლები ახალგარდაცვლილის სამარხთან შეიკრიბებოდნენ, გარეცხილ-გასუფთავებულ ბარის ტარზე სანთლებს აანთებდნენ, ბარის (ბარების) პირზე ღვინოს მოასხურებდნენ და მათ შორის ასაკით უფროსი მამაკაცი დაილოცებოდა:

„ღმერთო დიდებულო, დაილოცოს შენი სახელი, აცხონე და წმინდა სასუფეველი დაუმკვიდრე მიცვალებულს, ეს ბარი, რომლითაც ჩვენი ... (სახელს იტყოდა) სამუდამო სახლი აშენდა, დალოცე და დღეის ამას იქით კეთილი საქმისთვის მოახმარე მის ოჯახს. დალოცვილი ჰყავი მესაფლავე (მესაფლავეები), რომელმაც წმინდა სახლი ააგო, ბედნიერად ამყოფე მისი ოჯახი“.

ვიდრე ჭირისუფალი „ბარის ლოცვას“ არ შეასრულებდა, ამ იარაღის სამუშაოდ გამოყენება არ შეიძლებოდა. იყო შემთხვევები, როცა მიცვალებულის ოჯახი ამ წესის შესრულების შემდეგაც კი ბარს სამუდამოდ ასვენებდა და მხოლოდ ახლობელი ადამიანის საფლავის გასათხრელად იყენებდა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნ. ანთელავა. სამეგრელოს ექსპედიციის მასალები. რვ. № 6, გვ. 12 (ინახება ავტორთან);
  • ა. ჭანტურია. ეთნოგრაფიული ჩანაწერები. მეგრული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებანი // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, ტ. 227. თბ., 1982, გვ. 243.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები