დასტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დასტანი''' 1. პოეზიის პოპულარული ფორმა, გავრცელებულია ახლო ა...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:12, 21 აგვისტო 2023 მდგომარეობით

დასტანი

1. პოეზიის პოპულარული ფორმა, გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. გვხვდება როგორც ფოლკლორში, ისე – ლიტერატურაში. დასტანი შედგება ერთი, ორი და, ზოგჯერ, ათეული ოთხსტრიქონიანი სტროფებისაგან. ფორმით ჩვენს შაირებს ჰგავს მხოლოდ იმ არსებითი განსხვავებით რომ ყოველი დასტანის მეოთხე სტრიქონი უსათუოდ ერთი და იგივე სიტყვით ბოლოვდება.

დასტანები სამხრეთ საქართველოს იმ რაიონებში გვხვდება, რომლის მოსახლეობა ისტორიულად მჭიდრო კონტაქტში იყო ირანული მოდგმის ხალხთან. (ჯ. ბარდაველიძე)

2. დესტანი – აჭარულ დიალექტში თურქული ენიდან შემოსული ჟანრობრივი ტერმინი.

1) აღმოსავლური, ლექსნარევი საგმირო და რომანტიკული ეპოსი, რომელიც მესხეთ-იმერხევის მხრიდანაა გავრცელებული აჭარაში („ქოროღლი“, „აშიღ-ყერიბი“, „ქერემი და ასლი“).
2) ვრცელი, ლირო-ეპიკური, სათავგადასავლო ნაწარმოებები. ამბობენ „ილიას ფურტიოელის ლექსი“ ან „ილიას ფურტიოელის დესტანი“, „ოდელიოღლის ლექსი“ ან „ოდელიოღლის დესტანი“. (ნ. ცქიტიშეილი)



[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები