დაქტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაქტილი''' – ანტიკური ლექსთწყობის სამმარცვლიანი ტერფი. პირ...)

22:09, 21 აგვისტო 2023-ის ვერსია

დაქტილი – ანტიკური ლექსთწყობის სამმარცვლიანი ტერფი. პირველი მარცვალი გრძელია, ორი დანარჩენი – მოკლე. ქართულ (სილაბურ-ტონურ) ლექსთწყობაში დაქტილს უწოდებენ სამმარცვლიან ტერფს, რომელიც აერთიანებს ერთმახვილიან და ორ უმახვილო მარცვალს. სქემა ასე გამოისახება — ‿ ‿. ქართულ ხალხურ ლექსში გვხვდება სხვადასხვანაირი ტერფები მაგრამ ძირითადია ქორე ან დაქტილი. დაქტილები განსაკუთრებით ჭარბად მოიპოვება ათმარცვლიან და 8-16-მარცვლიანი დაბალი შაირის ლექსებში:

შავლეგ ჩამოხდა შავა გრილოსა,
ომი მოგვიხდა, ომი, რა ომი.
ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი,
ვერც ხარი მოჰკლა, ვერც ფური, ვერცა ირემი რქიანი.

ჯ. ბარდაეელიძე


ლიტერატურა

ს. გორგაძე, ქართული ლექსი, 1930; ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952. პ. ბერაძე, ძეელი ბერძნული და ქართული ლექსწყობის საკითხები, 1969.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები