კალევალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კალევალა''' – კარელიურ-ფინური ეპოსი. ფოლკლორის ეს უკვდავი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:35, 25 აგვისტო 2023 მდგომარეობით

კალევალა – კარელიურ-ფინური ეპოსი. ფოლკლორის ეს უკვდავი ძეგლი მთლიანი ნაწარმოების სახით ჩვენამდე მოვიდა ელიას ლენროტის (1802–1884) მრავალი წლის დაუღალავი შრომის მეოხებით. უშუალოდ ხალხში შეკრებილი და კომპოზიციურად გამთლიანებული რუნებიდან ლენროტმა შეარჩია საუკეთესონი და გამოსცა „კალევალა, ანუ კარელიის ძველი რუნები ფინელი ხალხის გარდასულ დროზე “ (1835, 1849). კალევალას ეპოსში საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურის ანარეკლია წარმოდგენილი. ძირითადად ეს ხალხური ეპოსი პირველყოფილ-გვაროვნულ წყობას ასახავს.

ნ. შამანაძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კალევალა, „საბჭოთა საქართველო“, 1969.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები