მთავარანგელოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
# მთავარანგელოზი მიქაელი - („ვითარცა ღმერთი“ - დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან; | # მთავარანგელოზი მიქაელი - („ვითარცა ღმერთი“ - დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან; | ||
− | # მთავარანგელოზი გაბრიელი - („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი; | + | # მთავარანგელოზი გაბრიელი - („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი [[მაცნე]] ღმერთის საიდუმლოსი; |
# მთავარანგელოზი რაფაელი - („შემწეობა ღვთისა“ - ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი; | # მთავარანგელოზი რაფაელი - („შემწეობა ღვთისა“ - ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი; | ||
# მთავარანგელოზი ურიელი - („ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა; | # მთავარანგელოზი ურიელი - („ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა; |
მიმდინარე ცვლილება 23:34, 17 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
მთავარანგელოზები - წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ 9 რანგის. ანგელოზების რიცხვი დიდია. მანვე მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:
- მთავარანგელოზი მიქაელი - („ვითარცა ღმერთი“ - დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან;
- მთავარანგელოზი გაბრიელი - („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი;
- მთავარანგელოზი რაფაელი - („შემწეობა ღვთისა“ - ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი;
- მთავარანგელოზი ურიელი - („ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა;
- მთავარანგელოზი ეგუდიელი - („ქება უფლისა“ - გარდამოცემა) მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და სულიერი და ხორციელი სიწმიდის მფარველი;
- მთავარანგელოზი ვარახიელი („მადლი ღვთისა“ - გარდამოცემა)
- მთავარანგელოზი სელაფიელი - („ლოცვა ღმერთისადმი“ - ეზრა, V-16) მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის;
- მთავარანგელოზი იერომიელი - („სიმაღლე ღვთისა“ – III ეზრა IV-36) ღმრთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი;
- მთავარანგელოზი ტახნილი - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.
[რედაქტირება] მთავარანგელოზთა კონდაკი
მთავარანგელოზნო ღვთისანო, მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩვენცა გვიოხენით, დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.
[რედაქტირება] მთავარანგელოზთა ტროპარი
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსნო, გევედრებით ჩვენ, უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქვენითა შემზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქვენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა განსაცდელთაგან გვიხსენინ ჩვენ დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.