ანბანთქება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანბანთქება''' – პოეტური ჟანრი, რომელსაც უმთავრესად სააღმზრ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ანბანთქება''' პოეტური ჟანრი, რომელსაც უმთავრესად სააღმზრდელო-დიდაქტიკური ხასიათი ჰქონდა. ანბანთქებაში მთავარი ყურადღება ეთმობა ბგერათა თანამიმდევრობასა ღა თითოეული მათგანის აღწერა-დახასიათებას წერა-კითხვის შესწავლის მიზნით. ანბანთქება ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ხალხურ  პოეზიაში ისე მწერლობაში.
+
'''ანბანთქება''' <big></big>- [[აკროსტიქი]]ს ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი. უაღრესად პოპულარული იყო XVII—XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ — მეცხრამეტეშიც. „ხილთა ქების“ არ იყოს, ლექსის ამ სახეობის ესოდენ ფართოდ გავრცელება პოეტური აზროვნების სიმწირის მაუწყებელია. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ არაიშვიათად ოდენ თავშესაქცევად თუ სხვათა გასართობად იქმნებოდა, ან კიდევ უსაგნო, აზრისა და გრძნობისგან დაცლილ ფორმალისტურ ვარჯიშსაც მოასწავებდა. ანბანთქებანი ჰქონდათ [[თეიმურაზ I|თეიმურაზ პირველ]]ს, [[არჩილ II|არჩილ]]ს, [[ვახტანგ მეექვსე]]ს, [[თეიმურაზ II|თეიმურაზ მეორე]]ს, [[ბესიკი|ბესიკ]]ს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით [[გურამიშვილი დავით|გურამიშვილმა]]ც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას.
 +
აღნაგობის თვალსაზრისით ლექსის ამ სახეობის შემდეგი ძირითადი ტიპები შეიქმნა: ლექსის პირველი სტროფის ოთხივე სტრიქონი იწყება '''ა''' ასოთი, მეორე სტროფისა — '''ბ''' ასოთი და ასე ბოლომდე, ანბანის რიგის ჩათავებამდე; ლექსის პირველ სტროფში ყოველი სიტყვა იწყება '''ა''' ასოთი, მეორე სტროფში — '''ბ''' ასოთი და ასე ბოლომდე; ლექსის პირველი სტრიქონის ყოველი სიტყვა იწყება '''ა''' ასოთი, მეორე სტრიქონი — '''ბ''' ასოთი, მესამისა — '''გ''' ასოთი, მეოთხისა — '''დ''' ასოთი და ასე ბოლომდე; 36-სტრიქონიანი ლექსის ყოველი სტრიქონი იწყება ცალკე ასოთი ანბანის რიგის მიხედვით. სტროფის ყოველი სიტყვა იწყება ცალკე ასოთი ანბანის რიგის მიხედვით („არა ბრძანებ გეორგ დედად“...). ლექსი ერთსტროფიანია, რადგან მის ფარგლებშივე ამოიწურება ანბანის რაოდენობა (ამ ტიპის ნაირსახეობა: სტროფში ანბანი განლაგებულია უკუღმა — ანიდან ჰოემდე კი არა, ჰოედან ანამდე); სტრიქონებში სიტყვათა ჯგუფები იწყება ამა თუ იმ ასოთი („ანო ალვისა, ბანო ოროლო, განო გარევით ნაყოფად ესხეს...“); თექვსმეტმარცვლიანი სტრიქონის პირველი რვამარცვლედი იწყება ერთი ასოთი, მეორე რვამარცვლედი — სხვა, მომდევნო ასოთი.
 +
საგულისხმოა, რომ ზოგჯერ პოეტები ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ — ამა და ამ ყაიდის ანბანთქება პირველად მე ვიხმარე, ჩემი შემოღებული არისო.
  
:::::ანა, ბანა, განა, დონა –
 
:::::უცოდრობამ დამაღონა.
 
:::::ენა, ვინა, ზენა, თანა –
 
:::::კოხტა გოგომ წამიყვანა ...
 
  
მწერლობაში ანბანთქებებს ქმნიდნენ [[არჩილ II|არჩილი]], [[ვახტანგ VI]], [[თეიმურაზ II]] და სხვ. კომპოზიციისა და ვერსიფიკაციის მიხედვით ანბანთქება ნაირფეროვანია. ანბანთქება დამწერლობის შემოღების შემდეგ შექმნილი ჟანრია. 
+
==წყარო==
 +
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
  
''დ. გოგოჭური''
 
  
==წყარო==
+
[[კატეგორია: ქართული დამწერლობა]]
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
+
[[კატეგორია: ანბანი]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ჟანრები]]
+
[[კატეგორია: ქართული პოეზია]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]
+

16:28, 19 სექტემბერი 2023-ის ვერსია

ანბანთქება - აკროსტიქის ნაირსახეობა, ანბანის რიგის, თანმიმდევრობის მიხედვით გაწყობილი ლექსი. უაღრესად პოპულარული იყო XVII—XVIII საუკუნეებში, ნაწილობრივ — მეცხრამეტეშიც. „ხილთა ქების“ არ იყოს, ლექსის ამ სახეობის ესოდენ ფართოდ გავრცელება პოეტური აზროვნების სიმწირის მაუწყებელია. შინაარსობრივად ამ ყაიდის ლექსები ზოგჯერ საგანმანათლებლო, სამოძღვრო, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, მაგრამ არაიშვიათად ოდენ თავშესაქცევად თუ სხვათა გასართობად იქმნებოდა, ან კიდევ უსაგნო, აზრისა და გრძნობისგან დაცლილ ფორმალისტურ ვარჯიშსაც მოასწავებდა. ანბანთქებანი ჰქონდათ თეიმურაზ პირველს, არჩილს, ვახტანგ მეექვსეს, თეიმურაზ მეორეს, ბესიკს და ზოგიერთ სხვა პოეტს. დავით გურამიშვილმაც კი მოუხადა ხარკი ამ მოდურ გატაცებას. აღნაგობის თვალსაზრისით ლექსის ამ სახეობის შემდეგი ძირითადი ტიპები შეიქმნა: ლექსის პირველი სტროფის ოთხივე სტრიქონი იწყება ასოთი, მეორე სტროფისა — ასოთი და ასე ბოლომდე, ანბანის რიგის ჩათავებამდე; ლექსის პირველ სტროფში ყოველი სიტყვა იწყება ასოთი, მეორე სტროფში — ასოთი და ასე ბოლომდე; ლექსის პირველი სტრიქონის ყოველი სიტყვა იწყება ასოთი, მეორე სტრიქონი — ასოთი, მესამისა — ასოთი, მეოთხისა — ასოთი და ასე ბოლომდე; 36-სტრიქონიანი ლექსის ყოველი სტრიქონი იწყება ცალკე ასოთი ანბანის რიგის მიხედვით. სტროფის ყოველი სიტყვა იწყება ცალკე ასოთი ანბანის რიგის მიხედვით („არა ბრძანებ გეორგ დედად“...). ლექსი ერთსტროფიანია, რადგან მის ფარგლებშივე ამოიწურება ანბანის რაოდენობა (ამ ტიპის ნაირსახეობა: სტროფში ანბანი განლაგებულია უკუღმა — ანიდან ჰოემდე კი არა, ჰოედან ანამდე); სტრიქონებში სიტყვათა ჯგუფები იწყება ამა თუ იმ ასოთი („ანო ალვისა, ბანო ოროლო, განო გარევით ნაყოფად ესხეს...“); თექვსმეტმარცვლიანი სტრიქონის პირველი რვამარცვლედი იწყება ერთი ასოთი, მეორე რვამარცვლედი — სხვა, მომდევნო ასოთი. საგულისხმოა, რომ ზოგჯერ პოეტები ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ — ამა და ამ ყაიდის ანბანთქება პირველად მე ვიხმარე, ჩემი შემოღებული არისო.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები